სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
marine |
Nov 10 2015, 11:40 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც ქარი წყვეტს ხიდან ფოთლებს და სადღაც შორს მიაქვს, ასევე გლეჯს ჩვენი ცხოვრებიდან სიკვდილი ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს. ისინი თავიანთ ხსოვნას ტოვებენ ჩვენს სულში: ჭრილობები შესაძლოა მოშუშდეს, მაგრამ მათი კვალი სამუდამოდ რჩება...
ახლობლების სიკვდილი, ეს რაღაც შავი ღრმულებია ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც ჩავარდნები, რომლებიც სინათლეს არ ირეკლავენ". "მაგრამ მორწმუნისთვის სიკვდილი მხოლოდ დროებითი განშორებაა, ტირილია კუბოსთან - დამშვიდობების ტირილი, რომელიც შეხვედრას გვპირდება. ერთი მეგობართაგანი ადრე გაეშურა იქით, სადაც ის დაგელოდება. სამარის უკუნეთს არ ასხივოსნებს მზე, მაგრამ მასში ლოცვის სხივები აღწევს". /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ სოლომონ მეფე ბრძანებს: "ტირილში წასვლა სჯობს, ლხინში წასვლას" (ეკლეს. 7.2) "სიკვდილის ხსოვნა კაცს განსაცდელში სიმამაცეს ჰმატებს, მწუხარებაში - ნუგეშს, რადგან ქრისტიანისთვის სიკვდილი აღდგომის ნათლითაა გასხივნოსნებული ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 16 2016, 09:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ადამიანებს სტკივათ, როცა მეკითხებიან, რა გავაკეთო, ხშირად გულწრფელად ვეუბნები, პასუხი ასეთია, - გარდაიცვალე. შენ უნდა გარდაიცვალო. ეს არის გამოსავალი. რას ნიშნავს გარდაიცვალო? ამ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ ხორცში ყოფნისას შენ იცხოვრო ღმრთისათვის.
ჭეშმარიტად ქრისტიანნი, რომლებიც გარდაცვლილნი არიან ჯერ კიდევ ხორცში ყოფნისას, განამშვენებენ, ანათლებენ, ამარილებენ ამ სამყაროს, განაწყობენ ამ სამყაროს განღმრთობისაკენ; ქვეყანას, სამშობლოს - გადარჩენისაკენ. ასეთმა ადამიანებმა მოიყვანეს საქართველო დღემდე. ასეთი ადამიანები მეომრებს ჰგვანან". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი