ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
sable |
Oct 9 2009, 01:53 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ეს თემა ეხება ღვინის კულტურასა და მის ისტორიას!
თუ საიდან წარმოიშვა! როდის წარმოიშვა! როგორი გავრცელება ჰპოვა! რა ადგილი უკავია სხვადასხვა კულტურაში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოს გარეთ! აბა იქტიურეთ იმათმა ვისაც ღვინო მოსწონს, ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე ღვინო უნდა იცოდე კიდეც, ყველა ასპექტში მითუმეტეს ქართველმა კაცმა! აბა კიდევ ერთხელ, ველი ცოდნის გაზიარებას მე ნალ-ნელა დავდებ მასალებს იმ თემების შესახებ რაც ზემოთ დავწერე. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
marine |
Jun 2 2016, 10:59 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი, მომავალ წელს, საქართველო იქნება. საზეიმო ცერემონიას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა (François Hollande) გახსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მუზეუმი, რომელსაც „ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი ეთმობა, 2017 წლის პირველ საზაფხულო გამოფენაზე - „მოწვეული ვენახი“, საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ღვინის ბიზნესის მსოფლიო ცენტრში, ქალაქ ბორდოში, "ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში" საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება. "ჩვენ შევძლებთ, წარმოვაჩინით საქართველო, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი. დღეს პრეზიდენტმა ოლანდმა და ბორდოს მერმა ალან ჟუპემაც კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია, რაც ძალიან.მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამაში ჩართულები იყვნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საელჩო, მეგობრები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან", - განაცხადა პრემიერმა და გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს ელჩებს საფრანგეთსა და ესპანეთში, მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ეს მიღწევა მიულოცა სფეროში ჩართულ საქართველოს ყველა ბიზნესმენს და ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეს ემსახურება. მუზეუმში, პერიოდულად, სხვადასხვა დროებითი გამოფენა, დეგუსტაციები, ღვინოსთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები და კულტურული ღონიძიებები გაიმართება. "ღვინის ქალაქში" ყოველწლიურად ათი ათასობით სტუმარს ელოდებიან. "ღვინის ქალაქის" იდეა ქალაქ ბორდოს მერს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალან ჟუპეს ეკუთვნის. საზეიმო ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი