დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 26 2016, 07:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს დავით მეფსალმუნის ხსენების დღეა. ყოველთვის, შობის შემდგომ კვირა დღეს ვიხსენიებთ ამ უდიდეს წმინდანს. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, შემდეგია: თუ გინდა შობის დღესასწაულზე გაიხარო, თუ გინდა, ბედნიერი იყო ამ დღეს, რომელიც თავისთავად, ბედნიერების მომტანია, უნდა გიყვარდეს უფალი. ამაში უდიდეს დახმარებას გვიწევს დავით მეფსალმუნე თავისი ამაღლებული წიგნით. საოცარი რამ არის; სადაც არ უნდა გადაშალოთ, განსაცვიფრებელი სიყვარულია ღმრთისა. ფსალმუნები გულით, გრძნობით უნდა ვიკითხოთ და არა მექანიკურად.
წაიკითხეთ ფართე, გახელილი თვალებით, რა წერია ფსალმუნთა წიგნში, როგორ უყვარდა დავით მეფსალმუნეს უფალი. ეს მადლისმიერი, სულიწმინდისმიერი სიტყვებია და თქვენ გულებში თუ გადაინაცვლებს, დამერწმუნეთ, ძალზე იოლად მოახერხებთ ღმრთის წინაშე სიყვარულით ცხოვრებას". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი