მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
marine |
Jul 27 2016, 09:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი".
"მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 2 2016, 08:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„II საუკუნიდან დამკვიდრდა მოწამეთა დაკითხვისა და მათი აღსასრულის ზედმიწევნით ჩაწერის ტრადიცია. ამ მონათხრობებს ეკლესიები ურთიერთს უზიარებდნენ და ყველგან აღნიშნავდნენ მარტვილის ხსოვნას.
მოწამის აღსასრულის წლისთავზე, ანუ, როგორც ქრისტიანები ამბობდნენ, - მარადიულ ცხოვრებაში მისი შობის დღეს, მორწმუნენი იქ იკრიბებოდნენ, სადაც ნეშტი ესვენა და იხსენიებდნენ. ღვთისმსახურების აღსრულებისას იკითხებოდა გადმოცემა მოწამის აღსასრულის შესახებ. ყველა იქ მყოფი სიხარულით ჰმადლობდა უფალს, რომელმაც გარდაცვლილ მოძმეს ღვაწლის აღსრულების ძალა მიანიჭა. ღვთისმსახურება მთავრდებოდა საზოგადო ტრაპეზით, რომელსაც აღაპე, ანუ სიყვარულის სერობა ეწოდებოდა. მოწამეთა საფლავებზე ღვთისმსახურების აღსრულების ჩვეულებამ შემდგომ მათი დასაფლავების ადგილებზე ტაძრების აგების ტრადიცია დაამკვიდრა. მოგვიანებით დამკვიდრდა ოდიკში წმინდა ნაწილების ჩაკერების წესიც, რაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას ეყრდნობოდა, როდესაც მან საკურთხევლის ქვეშ სარწმუნოებისთვის მომწყდართა სულები იხილა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 09:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი