რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2016, 02:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს: "საქართველოს ისტორიაში ღვთისათვის თავდადება მოყვასისათვის თავდადებას ენაცვლება. ჩვენი ერის ისტორია მუდმივი გამოსახვაა ჯვრისა. ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი თითქოს ჯვრის ორივე ძელს ადუღაბებს. ეს არის ჯვარცმა და, ამავე დროს, მოწმობა ჯვარზე.
წმიდა მიქაელ-გობრონს არაბებმა, რომლებიც მას სჯული შეცვლას სთხოვდნენ, ხმალი შესაშინებლად დაჰკრეს კისერზე, რათა ქრისტიანი სიკვდილის შიშს მოედრიკა. ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მოწამემ შუბლზე ჯვარი გამოისახა. წმიდა გობრონის მიერ სისხლით გამოსახული ჯვარი ქართველი ერის ქრისტესთვის თავგანწირვის სიმბოლოა. საქართველოს სისხლს ღვრის მაცხოვრისთვის და თავისი ცხოვრებით ამოწმებს ქრისტიანობას, რომლის სიმბოლო ჯვარია. ჩვენი ერის ცხოვრება თითქოსდა მუდმივი სისხლიანი ჯვრის გამოსახვაა. წმიდა მიქაელ-გობრონი შეიძლება აღვიქვათ როგორც საქართველოს ხატი, რომლის ტანჯვაც (კისერზე ხმლის დაკვრა) ქადაგებად იქცევა (სისხლით ჯვრის გამოსახვა). ამიტომაც ჰქვია საქართველოს ისტორიას ქართლის ცხოვრება, არა მატიანე ან ისტორია, არამედ სწორედ ცხოვრება. ერი თითქოს ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, მისი ცხოვრება კი ქადაგებად გადაიქცა". /"კარიბჭე" N25, 2010, გვ.9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი