მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 8 2016, 03:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღდგომის მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, დედაეკლესიაში სახარებიდან იკითხება ის მონაკვეთი, რომელშიც მოთხრობილია გალილეის ქალაქ კანის მცხოვრები ნათანაელის შესახებ, რომელზეც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: "აი, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომელთანაც არ არის მზაკვრობა". ნათანაელის კითხვაზე, საიდან იცნობდა მას იესო, რომელსაც თვითონ პირველად ხედავდა, მაცხოვარი პასუხობს: "ვიდრე ფილიპე (იესოს ერთ-ერთი მოწაფე) მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ მდგომი გიხილე".
წმინდა წერილის განმარტების მიხედვით, უფალმა ამ სიტყვებით ამცნო ნათანაელს, რომ იცოდა ყველა მისი ზრახვა, ხედავდა მის სარწმუნოებას და მესიის მოლოდინს. აქ ნათლად ჩანს, რომ ძე ღვთისა მის ყველაზე მგრძნობიარე სიმს შეეხო - ეს იყო სასოება, იმედი, და აგრძნობინა, რომ მის წინ იდგა მესია, რომელსაც ასე ელოდა. ნათანაელმა გაუღო გულის კარი უფალს და ქრისტეს სარწმუნოებით მონადირებულმა წარმოთქვა: "რაბი (რაც თარგმანებით მოძღვარს ნიშნავს), შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი!"შემდგომ ამისა იგი ბართლომეს სახელით ხდება იესო ქრისტეს მოწაფე, ერთი ათორმეტთაგანი . ნათანაელის სახით უფალმა დაგვანახა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი - უზაკველი, მართალი ღვთის წინაშე, გულწრფელად უნდა აიღარებდეს უფალს და ასეთივე სიწრფელითა და გულმოდგინებით ემსახურებოდეს შემოქმედს მისი მცნებების აღსრულებით. რადგან ხატი მართლმადიდებელი ქრისტიანისა სახარებაში ნათანაელის სახით არის გადმოცემული, ამიტომაც დედაეკლესიამ მართლმადიდებლობის ზეიმზე სწორედ ამ მონაკვეთის კითხვა დააწესა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი