რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 25 2016, 11:20 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოში შეგნება "ჯიშისა" - ღრმა და ნამდვილი - ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი, რის მოწმობასაც გვაძლევს ჩვენი გენიალური ენა. ვაგინებთ ვინმეს - ვეტყვით: "შე უჯიშო!.." ამაზე უფრო მეტყველი მოწმობა შეიძლება კიდევ?.. ჯიში ამგვარად რჩეულობაა. რჩეულობა კი ყველგან და ყოველთვის თავისებურია: ნაირ-ნაირი, ხოლო თანაბარ ღირსეული, ფასეული" (გრ. რობაქიძე).
დიახ, ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე. რაღაც ამოუხსნელი და დაუძლეველი სურვილი გვეუფლება, ვცდილობთ, ჩავწვდეთ მათი სულის შეუცნობელ სიღრმეებს, გზა გავიკვლიოთ ლაბირინთებში, წავიკითხოთ ჩვენი სისხლი, რათა შევიტყოთ: რანი ვიყავით? რანი ვართ? ხან მათი გაცრეცილ-გაყვითლებული ფოტოებიდან მომზირალ სახეებს შევცქერით. რა სტკიოდათ? რა უხაროდათ? გვეჩვენება, რომ ისინი ჩვენ გვიხმობენ და ჩვენ მათ ვუახლოვდებით. ასე ერთიანდება სისხლის ყივილი, გარდაცვლილი წინაპრების მონატრება და ჭეშმარიტი ნათესაური გრძნობა - ყოველივე ამას კი ერთი სახელი აქვს - სიყვარული, სიყვარული, რომელსაც რა აღარ შეუძლია!" /"კარიბჭე" N1, 2008, გვ.39/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი