სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
მატასი |
May 23 2007, 01:00 AM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Aug 27 2016, 01:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნაწყვეტი დიმიტრი ყიფიანის გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი წერილიდან:
"„ქალაქში ხმა დაუგდიათ, ყიფიანი პეტერბურგში რჩებაო, ამა და ამ ადგილს აძლევენ და ცოლ-შვილსაც იბარებსო. სხვამ იქნება, მაგრამ თქვენ, მგონია, ადვილად დამიჯეროთ, რომ ჩემს სამშობლო-ქვეყნის მიწა-წყალი... ჩვეულება, ზნეობა, ზრდილობა, ათასნაირი სხვადასხვა თვისება, რომელსაც კაცი ვერსადა ჰპოვებს, თუ არა შინა, ყოველივე ეს ისე ძვირფასად რადმე მიმაჩნია, რომ ვისაც კი ცოტაოდენი გრძნობა შეჰრჩენია, კაცმა თავისი ნებით არასოდეს არ უნდა განუტევოს, თუ ძალით არ განატევებინეს. ღვთის გულისათვის, რას დამახარბებენ აქ ისეთსა, რომ ამაში გამაცვლევინონ... მე ძველი კაცი ვარ და ღვთის სასოება ისე არს ჩემს გულში დამკვიდრებული, რომ მისი შერყევა ვერც ერთმა ახალმა იდეამ ვერ შეძლო. ისევ გუთანს მოუდგები, ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას კი აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები. ...“ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი