კაცობრიობა მეორედ მოსვლის წინ, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კაცობრიობა მეორედ მოსვლის წინ, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე |
თათარაშვილი |
Sep 24 2007, 11:33 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი
მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე: "საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო,რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი - მომდევნოზე! იქნებ იმიტომ რომ, მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ,როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ.თავდაპირველად იტყვიან რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნი,უფალი ითმენს, ითმენს და ბოლოს იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა. "შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამეფებას" - უწინასწარმეტყველა ერთ დიაკონს წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველმა,რომელიც ახლა უკვე ღრმად მოხუცებულია. ბერი გაბრიელი (ურგებაძე): " ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე, და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ბოლო ჟამია,თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით,უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს.ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილი ივლიან.ქრისტიანები წესიერად ჩაცმულნი იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისაგან. ადრეც ეგონათ ანტიქრისტეს მოსვლა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები, ომები კი იყო, მაგრამ არ იყო ცური სასწაულები და საყოველთაო განდგომილება. წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. პ.ს ნელ ნელა დავამატებ... თქვენც თუ რაიმე მოგეპოვებათ გთხოვთ დაპოსტეთ |
marine |
Sep 11 2016, 10:57 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,126 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეორედ მოსვლის ნიშნების შესახებ თავად უფალმა გვაუწყა, მაგრამ ეს ნიშნები მაცხოვრის მოსვლის პერიოდიდანვე ყოველთვის იყო დედამიწაზე. პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: "ჩვენ, ვინც დარჩენილი ვიქნებით ღვთის მეორედ მოსვლის დროს"... ანუ პავლე მოციქულს, ანუ მოციქულთა ხანაშიც ფიქრობდნენ, რომ უფალი ძალიან ჩქარა მოვიდოდა.
ეს ნიშნები ყოვლეთვის იქნება მეორედ მოსვლამდე, რაც დრო გადის, ახალ და ახალ ნიშნებს ვხედავთ, რაც უფრო მეტად გვაფიქრებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამი ახლოსაა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლა მოხდება, ვთქვათ, წელს, გაისად... რომელიმე კონკრეტულ დროს, შესაძლოა, ეს ჟამი მართლაც სულ მალე დადგეს, შესაძლოა, საუკუნეები დასჭირდეს. კიდევ გავიმეორებ, უფალმა ადამიანებისაგან დაფარა მეორედ მოსვლის დრო, თარიღი, ეს ანგელოზებმაც არ უწყიან. ვინც თვლის, რომ მან ეს თარიღი იცის, ნიშნებს ასახელებს ან წინასწარმეტყველებს, მეორედ მოსვლა ამა და ამ დროს მოხდებაო, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ის ბოროტისგანაა და ეს ადამიანი განშორებულია უფალს". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 06:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი