ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 16 2016, 07:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეს ლექსი მამამ მაშინ დაწერა, როცა დედაზე შეყვარებული იყო თავდავიწყებით
წერილი ციცოს! ჩემი სათქმელი ვთქვი რითმებით ალალ ლექსებად, თითო ოროლა შეწყვეტილი სტროფებად დამრჩნენ. სტრიქონს გაუდგამს ქართულ სიტყვის ძარღვში ფესვები, ამ ტაეპებში შენს მოსაწონ თბილ სიტყვებს ვარჩევ. ბევრი სათქმელი ამოვღერღე, ბევრი მოვკალი, ბევრი გულს მიკლავს, ბევრიც დამრჩა სულის მშვენებად, სიტყვა არ გითხრა? არ მოგწერო? - ალალ მართალი ან არ გაგანდო ნააზრევი? რა მეშველება. ო, როგორ მინდა დღე ნიადაგ გიყუროს თვალმა, გთხოვ, რომ მიიღო ეს ქარაგმა ოქროს ჩქერებად. იქნებ გემივით გაგიტაცოს ცხოვრების ტალღამ, მაშინ ეს ლექსი ჩემს მაგივრად მოგეფერება. ხშირად, რამდენჯერ, ენძელების მორცხვობას, კრძალვას მივაყურადებ, მინდა შენი კარგი გავიგო, რამდენი ბწკარით გულს დარდები შემომეცალა, იმდენი მინდა ფეხქვეშ ფრთხილად ქეჩა გაგიგო. ვმღერივარ - შენით, შენ გამხადე ალბათ პოეტი, ეს წმინდა გრძნობა მრჩება როგორც რწმენა ნათელი, რაღაც მჯეროდა, მე მჯეროდა რომ შენ გპოვებდი და იქნებოდი ამ ლექსივით ალალ-მართალი. შენ იცი როგორ გამახარებს შენი პასუხი? თითთა ნაბეჭდი და აზრები ნაალერსები, გზას გამიფონებს, ან გამითხრის საფლავს მარადის როგორც მიწაში ჩაჭედილი მუხის ფესვები. 3 ივნისი 1966 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 02:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი