ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
marine |
Sep 20 2016, 11:24 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ ახალგაზრდა კაცს იმავე წლებში ეშმაკი შთააგონებდა, - რა საჭიროა სხვათა საჩვენებლად ჯვრის ტარება, მთავარია, გულში გქონდეს რწმენაო... და როდესაც ჯვრის მოხსნა დააპირა, უფალმა მას ძილში აუწყა: - "ჯვარი - ცხვრის კისერზე დაკიდებული ზარია, რომ განსაცდელისას მწყემსმა მისი ხმა უმალ გაიგოს და დაიფაროსო..." თუმცა, არც ამ ამბის შემდეგ მიჰკელდებია დედაეკლესიას...
ერთ საღამოს, როდესაც მივლინებიდან შინ მობრუნებულმა სააღდგომო მსახურებაზე წასვლაც კი დაიზარა და თავი ძილს მისცა, მოულოდნელად მკერდზე მწველმა ცეცხლმა გამოაღვიძა... როდესაც იმ ადგილს შეეხო, საიდანაც ეს სიმხურვალე გადმოდიოდა, ხელში საკუთარი გულსაკიდი ჯვარი შერჩა, რომელიც მთელ სხეულს სიხარულის-მომგვრელი ცეცხლით ანათებდა... საათს რომ დახედა, თორმეტი სრულდებოდა, ტაძარში სააღდგომო ლიტურგია იწყებოდა... სასწრაფოდ შეიმოსა და უახლოეს ტაძრისაკენ გაიქცა... ამ დღემ მისი ცხოვრება სრულებით შეცვალა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი