IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანის შესაძლებლობები
guest1
პოსტი Dec 8 2010, 10:59 AM
პოსტი #141


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ამ პოსტის პირველ ნაწილს (წმინდანთა შესაძლებლობაზე) ფორუმ.ჯე-ზეც დავდებ, რადგანაც იქაც იქნა ბევრი არასწორი აზრი გამოთქმული წმინდანთა შესაძლებლობებზე.

მოკლედ, ასეთუ ისე, მომიხდა თვალი გადამევლო კაიროსის მიერ გაკეთებულ კრიტიკას, რომელიც მამა გიორგის აზრებს აცხადებს ერესად. მე იმდენ ამპარტავნებასა და უგუნურებას არ გამოვიჩენ, რომ ეგ წმინდა კაცი დავიცვა - მაგ ადამიანი თვით უფლისაგან არის დაცული. მე უბრალოდ მინდა მივუთითე წმინდანების შესაძლებლობებს და იმას, რომ კაიროსის მიერ ჩამოთვლილი "ერესები" სავსებით არ არის ერესები. მიყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ თეორიულად მაინც რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს წმინდანებს.

1) უფლის შესაძლებლობები რომ უსასრულოა, დამეთანხმებით ალბათ. ვინმე არ უარყოფს ხომ ამას?

2) სულიწმიდა რომ იგივე ღმერთია, ამაშიც არ გვეპარება ეჭვი.

3) არც იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ უფალმა, განხორციელებულმა სიტყვამ, დაპირდა მოწაფეებს სულიწმიდის გამოგზავნას, რომელიც მოწაფეებში ისაუბრებდა და აღასრულებდა დიდ სასწაულებს (უფრო მეტსაც, ვიდრე თვით უფალმა აღასრულა დედამიწაზე - ასეთი იყო მისი დაპირება).

4) ისიც ხომ შეპირდა უფალმა მოწაფეებს, რომ ეს სულიწმიდა ბოლო ჟამამდე იქნებოდა ეკლესიაში.

ახლა ამ 4 წინამძღვიდან გავეკოთოთ დასკვნები: A) სულიწმიდას შეუძლია ადამიანის სხეულში "დასახლდეს" და იქიდან აკეთოს სასწაულები. B ) დღესაც უნდა აღასრულებდეს სულიწმიდა სასწაულებს ადამიანთა საშუალებით, იმ ჭურჭლებით, რომელთაც სულიწმიდის ჭურჭელი ეწოდებათ ხოლმე. C) ასე აღსრულებული სასწაულები შეუზღუდავია და ნებისმიერ სასწაულს შეიძლება წარმოადგენდეს.

ის სასწაულები, რომლებიც ნახსენებია მოციქულთა საქმეებში: A) ავი სულების განდევნა; B ) მკვდრეთით აღდგინება; C) წინასწაწარმეტყველება; D) ტელეპორტაცია (მოციქული ფილიპესი, რომელიც ღაზადან იაფოში აღმოჩნდება წამებში); E) წმინდა პავლე მოციქულის სასწაულებრივი გადარჩენა, როცა იგი სასიკვდილოთ ჩაქოლეს - რაც აშკარად მოითხოვს სხეულის განსაკუთრებულ თვისებებს, თვითაღდგინების სასწაულ ძალას; F) კიდევ მრავალი სასწაული, რომელიც არ არის დეტალურად აღწერილი, მაგრამ ნახსენებია მოციქულთა კრებებზე. ყველა ასეთი სასწაულის აღსრულებისას, მოციქულები თავის თავს არ აბრალედნენ სასწაულების აღსრულებას, არამედ უფალს აქებდნენ ამისათვის. რა თქმა უნდა, უფლის მიერ იყო შესრულებული ეს სასწაულები და, რა თქმა უნდა, უფლის მიერ ნებისმიერი სასწაულის აღსრულება შესაძლებელია.

ასე და ამგვარად, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ წმინდანს შეუძლია სულიწმიდის საშუალებით ნებისმიერი სასწაული აღასრულოს (ადამიანის სხეულებში შესვლა სულით და მათ "დაქოქვა" ღმრთისადმი, წმინდანის მიერ სხეულის კონტროლი, სახის ცვლილება, ტელეპორტაცია, რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა, ნებისმიერ საგნის მატერიალიზაცია, ან ნებისმიერ საგნად გარდაქცევა და ა.შ.), იგი ღვთისმგმობია. ადამიანმა შეიძლება შეიტანოს ეჭვი მოცემული პიროვნების სიწმიდეში (იმაში, რომ მოცემულ ადამიანში მოქმედებს სულიწმიდა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანს არ შეუძლია ესადაეს გააკეთოს. წმინდანში მოქმედებს სულიწმიდა და მას ყველაფერი შეუძლია.

ან, რა უნდა დავიჯერო, ის რომ წმინდანს არ შეუძლია ავად არ გახდეს, მაშინ როცა სხვისი მკვდრის აღდგინება შეუძლია? ან მაშინ როცა ჩაქოლვის შემდეგ საღ-სალამთი გაივლის? როგორ დავიჯერო წმინდა გიორგის ან სხვა დიდმოწამეებიც ცხოვრება არ გაქვთ წაკითხული? ამდენი წამების შემდეგ ისევ რომ საღ-სალამათები იყვნენ, სანამ უფლის ნებით არ აღსრულდებოდნენ? ამას ეძახით თქვენ ერესს? ეს ერესია კი არ არის, მართლმადიდებლური სწავლებაა!

ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის.

კიდევ ერთი ქვე-არგუმენტი იმისა, რომ წმინდანს ყველაფერი ეს შეუძლია. სხვა რელიგიებში შესაძლებელია ყველაფერი ეს. ჩვენი მოძღვრები იმას კი არ უარყოფენ, რომ სხვა რელიგიებში სასწაული არ სრულდება, არამედ იმას, რომ მათ მიერ აღსრულებული სასწაულები ბოროტისაგან მოდის (მე პირადად ამ აზრს, მარტო ბორიტის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, არ ვიზიარებ). მოდი შევხედოთ რადარა სახის სასწუალები აღსრულებულა ინდუიზმში და ბუდიზმში:
ციტატა
* anūrmi-mattvam: Being undisturbed by hunger, thirst, and other bodily disturbances
* dūra-śravaṇa: Hearing things far away
* dūra-darśanam: Seeing things far away
* manaḥ-javah: Moving the body wherever thought goes (teleportation)
* kāma-rūpam: Assuming any form desired
* para-kāya praveśanam: Entering the bodies of others
* sva-chanda mṛtyuh: Dying when one desires
* devānām saha krīḍā anudarśanam: Witnessing and participating in the pastimes of the Apsaras
* yathā sańkalpa saḿsiddhiḥ: Perfect accomplishment of one's determination
* ājñā apratihatā gatiḥ: Orders or Commands being unimpeded[8]


აგერ კიდევ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნისა) ფილოკალიაში:
ციტატა
ციტატა
“Thus, light springs forth for them, as from the sun’s disc, and enables them spiritually to reason, judge, see, foresee and the like. In general, through Him all showing and revelation of unknown mysteries shines forth for them; and they become filled with supernatural and Divine power in the Holy Spirit. This supernatural power renders their flesh lighter or rather finer and makes them soar on high like a meteor. By this power of light in the Holy Spirit some of the holy fathers, while still in their bodies, traversed wide rivers and deep seas dry-footed, as though immaterial and incorporeal. They covered in a moment great distances, requiring many days of travel and performed many other marvellous deeds in heaven, on earth, in the sun, on the seas, in deserts, in cities, in every place and country, in beasts, in reptiles and generally in every creature and every element–and they were glorified. When they stood at prayer, their holy and precious bodies were lifted off the ground as though on wings; after death they remained uncorrupted and performed signs and miracles…”
"ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ..."


ეს მართლმადიდებლური სწავლებაა! ზუსტად იგივეს ამბობს მამა გიორგიც. პატრიარქს უწერია, არამარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა სხეულებშიც და ციურ სხეულებშიც შეუძლია წმინდანს იმოქმედოს - რა თქმა უნდა, ამას სულიწმიდით ახდენს, სულიწმინდა ახდენს ამ ყველაფერს წმინდანში. ამას ამბობს მამა გიორგიც, რომ წმინდანს სტიქიაზე ზემოქმედება შეუძლია. ეს ძალა გადმოცემულია დიდი წმინდანის სერაფიმ საროველის ცხოვრებაშიც, ჩემი ორი თვალით მაქვს წაკითხული.

მოკლედ, რაც შეეხება წმინდანის ძალას, ყველაფერი შეუძლია წმინდანს და არაფერია იქ შეუძლებელი. უბრალოდ, ადამიანი ვინც ასეთ რამეებს დასცინის, მოიკოჭლებს განათლებაში. წმინდანთა ცხოვრებიდან შეიძლება ბევრი მაგალითის მოვყანაც ასეთი შესაძლებლობების შეუზღუდავობაზე. შორს რომ არ წავიდეთ, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი აღასრულებდა ყველანაირ სასწაულს. მასზე წიგნებში გადმოცემულია ეს ყველაფერი აშკარად და თვალნათლივ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 27 2016, 12:27 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხალხის წარმოდგენით, ილორის წმინდა გიორგი მომრიგებელი იყო ყოველგვარი დავისა და გაუგებრობისა კაცთა შორის. ეს ჩანს ამ წმინდანის სახელთან დაკავშირებულ სასწაულშიც - დიდმოწამე ეხებოდა ოქროს სასწაულმოქმედ მართლმსაჯულების სასწორს, რომელიც ეკლესიის თაღიდან შუა ტაძარში ეშვებოდა. მორიგება ამ სასწორის მეშვეობით ხდებოდა. მოდავე მხარეები მის ქვეშ დგებოდნენ და ილორის ხატთან ლოცულობდნენ. მართალი ის იყო, ვის მხარესაც გადაიხრებოდა სასწორი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
guest1   წმინდანის შესაძლებლობები   Dec 8 2010, 10:59 AM
Otherguy   შორს რომ არ წავიდე...   Dec 8 2010, 11:04 AM
guest1   Otherguy სიტყვაზე გამოკ...   Dec 8 2010, 11:38 AM
mociquli qristesi   მე მისგან გაცოცხლ...   Mar 3 2011, 05:49 PM
afxazi   guest1 ბევრი რამ ცოტა გ...   Dec 8 2010, 01:55 PM
guest1   afxazi მე მგონი ასეთი დ...   Dec 9 2010, 02:45 AM
მხევალი ნინო   afxazi შეეხე რადათო,მ...   Dec 8 2010, 04:58 PM
ქევანა   ჩემი აზრით 1) თქვენ ...   Dec 8 2010, 09:59 PM
starscream   მე ერთი სიტყვით ვი...   Dec 8 2010, 11:40 PM
guest1   afxazi ეს ვებგვერდი არ...   Dec 9 2010, 08:49 AM
afxazi   guest1 იოანე დამასკელ...   Dec 9 2010, 12:14 PM
guest1   afxazi ის, რომ ადამიანი ...   Dec 12 2010, 08:17 AM
Otherguy   afxazi მშვენივრად გიწ...   Dec 9 2010, 07:11 PM
guest1   afxazi რაშიც ერთმანეთს...   Dec 10 2010, 09:15 AM
Otherguy   guest1 კარგი ვთქვათ შე...   Dec 10 2010, 10:04 AM
guest1   Otherguy ამას დემაგოგია ...   Dec 10 2010, 10:53 AM
Otherguy   guest1 ისე, მამა პაისი ...   Dec 10 2010, 11:18 AM
guest1   Otherguy არ მიყვარს ადა...   Dec 10 2010, 11:53 AM
afxazi   guest1 მე დავარქმევდი...   Dec 11 2010, 11:57 AM
guest1   afxazi შეიძლება სასაცი...   Dec 11 2010, 03:34 PM
guest1   მუხლები ახალი აღთქ...   Dec 12 2010, 11:28 AM
sanfol   ძალიან გთხოვთ მიაპ...   Dec 24 2014, 01:02 PM
A.V.M   sanfol ალბათ არსებობენ...   Dec 24 2014, 10:11 PM
sanfol   A.V.M არ ვიცი მათგან ა...   Dec 25 2014, 10:22 AM
A.V.M   sanfol სიყვარულის გამ...   Dec 25 2014, 09:37 PM
sanfol   A.V.M აბა რისთვის გვჭი...   Dec 26 2014, 12:14 PM
A.V.M   sanfol ,,ცოცხალი წმიდან...   Dec 26 2014, 01:19 PM
sanfol   A.V.M ანალოგიურად რწმ...   Dec 26 2014, 02:44 PM
G_saxva   sanfol ყველაზე მეტად რ...   Dec 26 2014, 02:56 PM
sanfol   G_saxva სამწუხაროდ მოძ...   Dec 26 2014, 03:06 PM
G_saxva   sanfol ამ თემას ნუ გავა...   Dec 26 2014, 04:24 PM
sanfol   sanfol ამ თემას ნუ გავ...   Dec 26 2014, 05:03 PM
G_saxva   იქნება წმინდანია ...   Dec 26 2014, 05:20 PM
sanfol   G_saxva :D ლევიტაცია არ ვ...   Dec 26 2014, 05:54 PM
marine   "სიწმინდეთმკრეხ...   Dec 26 2014, 09:58 PM
marine   "თუმცა არ შეიძლებ...   Dec 28 2014, 05:05 PM
marine   "წმინდანი როდესა...   Dec 28 2014, 09:35 PM
marine   [წმ. პეტრე იბერი] სა...   Sep 16 2015, 06:42 PM
sanfol   marine ფლასი რას ნიშნა...   Sep 16 2015, 09:56 PM
marine   marine ფლასი რას ნიშნა...   Sep 16 2015, 09:59 PM
sanfol   მეგობრებო ისეთი შთ...   Sep 17 2015, 11:49 PM
marine   "რაღაც სასწაულის ...   Sep 30 2015, 06:49 PM
marine   “კუბოს მტვირთველე...   Sep 30 2015, 10:54 PM
marine   "ერთმანეთს მხოლო...   Oct 9 2015, 09:04 PM
marine   „ის მწოლიარე არავი...   Oct 9 2015, 11:06 PM
marine   "მისთვის არაფერი ...   Oct 11 2015, 11:11 PM
marine   "თავისი გამომეტყ...   Oct 18 2015, 08:14 PM
marine   "ღვთისმოსავებმა ...   Oct 20 2015, 09:08 PM
marine   "მასთან საუბრით დ...   Oct 26 2015, 08:12 PM
marine   "როდესაც რომელიმ...   Oct 27 2015, 10:00 PM
marine   „მისი წმინდა ნაწილ...   Nov 4 2015, 04:04 PM
marine   "უხმო ქადაგება"   Nov 10 2015, 09:11 PM
marine   "ისეც ხდებოდა, რო...   Nov 12 2015, 12:43 PM
marine   "იოანემ, ვიდრემდე...   Nov 17 2015, 08:19 PM
marine   „ტანთ ეცვა ძენძის ...   Nov 18 2015, 08:47 PM
marine   "ჯერ კიდევ ყრმას, ...   Nov 19 2015, 12:01 PM
marine   "სიცოცხლის ბოლოს ...   Nov 24 2015, 10:31 PM
marine   "მამა ავგუსტინეს...   Nov 25 2015, 06:00 PM
marine   "წმინდანები ანდა ...   Dec 1 2015, 11:37 AM
marine   „დღისითაც კი ვარსკ...   Dec 23 2015, 09:54 PM
marine   "ამდენი სიარულის ...   Dec 29 2015, 01:09 PM
marine   "მან ამოასვენა კუ...   Feb 4 2016, 12:34 PM
marine   "წმინდანი მხოლოდ ...   Mar 12 2016, 12:54 PM
marine   "სრული უხრწნელობ...   Mar 30 2016, 06:08 PM
marine   "რა უნდა იყოს იმა...   May 10 2016, 06:31 PM
marine   "წმინდანის [იოანე...   Jun 3 2016, 11:05 PM
marine   "საკვირველია უფა...   Jun 15 2016, 10:59 PM
marine   "ბოლო დრომდე ჩვენ...   Jun 16 2016, 12:53 PM
marine   "დილეგში დიმიტრი ...   Jul 10 2016, 12:34 PM
marine   "მწუხარებას ისე უ...   Jul 10 2016, 01:04 PM
marine   „-წყეულიმც იყავ, უს...   Jul 10 2016, 05:11 PM
marine   "- ნუ სტირთ ჩემ გამ...   Jul 10 2016, 08:09 PM
marine   "წმინდა სიმონპეტ...   Jul 24 2016, 09:03 PM
marine   "შემდეგ ღმერთს უხ...   Aug 2 2016, 08:05 PM
marine   "მამა ვასილი [ფირ...   Aug 8 2016, 07:30 PM
marine   "ერთხელ მორწმუნე...   Aug 18 2016, 02:22 PM
marine   "მოსაგრის [წმ. სერ...   Aug 29 2016, 02:44 PM
marine   "ხალხის წარმოდგე...   Sep 27 2016, 12:27 PM
marine   "მსაჯულის ბრძანე...   Oct 26 2016, 08:59 PM
marine   "ქსენიას [პეტერბუ...   Oct 26 2016, 09:12 PM
marine   "უფალმა ბოლოს სას...   Oct 26 2016, 09:25 PM
marine   "რწმენაში განმტკ...   Oct 26 2016, 09:55 PM
marine   "თხრილში მჯდომი კ...   Oct 27 2016, 10:29 AM
marine   "წმინდა გრიგოლ სა...   Oct 31 2016, 11:06 PM
marine   "გადმოცემის თანა...   Nov 16 2016, 11:12 AM
marine   "გავიდა ორი წელიწ...   Nov 16 2016, 10:21 PM
marine   "თუნდაც ხმა არ ამ...   Nov 29 2016, 10:56 AM
marine   "მან [წმ. ტელესფორ...   Dec 6 2016, 12:24 PM
marine   „ყველას აოცებდა ის...   Dec 6 2016, 12:38 PM
marine   "როცა წმინდანი [წ...   Feb 1 2017, 05:05 PM
marine   “მას [ღირსი ენგუს კ...   Feb 1 2017, 05:19 PM
marine   "ერთ საღამოს ისაა...   Feb 16 2017, 01:23 PM
marine   "ისააკთან მოწყალ...   Feb 16 2017, 02:50 PM
marine   "როცა წმინდა ქალწ...   Feb 20 2017, 08:13 PM
marine   "ვერაფერს დაუმალ...   Feb 24 2017, 06:24 PM
marine   თავი V. ამბავი საბინ...   Apr 4 2017, 11:25 AM
marine   პატრიარქი ეფრემი (...   Apr 5 2017, 10:13 AM
marine   "ეს ამბავი კი მაშ...   Apr 19 2017, 09:43 AM
marine   "გაყოფილი წვიმის ...   Apr 20 2017, 12:02 PM
marine   "1992 წლის 28 სექტემბ...   Apr 21 2017, 05:37 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი