მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
marine |
Jul 27 2016, 09:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი".
"მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2016, 10:38 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებულად და უჩვეულოდ ეწამნენ ხატმებრძოლთაგან ძმები - თეოდორე და თეოფანე. ისინი იერუსალიმის პატრიარქმა კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად. მათ ღირსეულად შეასრულეს დავალება. სამჯერ დაიჭირეს და გაასახლეს, მაგრამ სამივეჯერ დაბრუნდნენ ახალი სატანჯველისთვის.
ხატმებრძოლმა იმპერატორმა თეოფილემ ბრძანა, თეოდორესა და თეოფანეს სახეზე ნემსებით სამარცხვინო შინაარსის წარწერა ამოეჩიჩქნათ და იერუსალიმში გაეგზავნათ. რამდენიმე დღე მოუნდნენ სახის მწერალნი საქმეს, სისხლი წყაროსავით სდიოდათ. უთხრეს ჯალათებს: "იცოდეს ყველამ, ვინც ისმენს, რომ სამოთხის მცველნი ქერუბიმნი როცა დაინახავენ ჩვენს სახეზე ამოკვეთილ წარწერებს, გვერდზე გადგებიან და სამოთხეში თავისუფლად შესვლის საშუალებას მოგვცემენ. რამდეთუ დღემდე ამგვარად არავინ უწამებიათ. ამ წარწერებს იხილავენ საშინელი სამსჯავროს ჟამს და თქვენ გიბრძანებენ მათ წაკითხვას, რამეთუ ნათქვამია: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25, 40). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი