დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 5 2016, 06:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფსალმუნი მესამე
7. "აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ". - ჩემი მტრების არ შემეშინდება, რადგან შენ "აღდეგ, უფალო", შენ მომხედავ მე, შენ დასცემ ყველა მაჭირვებელს, ჩემს გარშემო რომ შემოკრებილა. დავითი უფალს მიმართავს: "კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ" - რა საშიშიც უნდა იყოს ძაღლი, თუ მას კბილებს შევუმუსრავთ, ჩავუმტვრევთ, ვეღარაფერს გვავნებს. აღარც ბოროტი სულია საშიში, თუ მას უფალი შემუსრავს. აქ, ასევე წინასწარმეტყველებაა იმის შესახებ, რომ მაცხოვარი განკაცების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შემუსრავს ეშმაკს, მის ძალაუფლებას, ხელმწიფებას ადამიანებზე, რომ ბოროტი სულნი ისე ვეღარ გვავნებს, როგორც ძველ აღთქმაში, უფლის განკაცებამდე და ჯვარცმამდე - გამოხსნამდე. მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით ადამიანზე ეშმაკის ხელმწიფება დასრულდა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი