![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
როგორ გესმით ჭეშმარიტი სიმდაბლე ? სიმდაბლე რომელიც თავისი არსით უფლისთვის სათნოა ?
სრულ სიმდაბლეში "საკუთარი თავის განუწყვეტელი განსჯა და ყვედრება " თქვენ რეალობაში ხო არ ამცირებს თქვენსავე ღირსებას და რამდენაც მიღწევადი ნადმვილი სიმდაბლის შეძენა მოხვეჭა ? ბევრიგან მსმენია სიმდაბლე როცა მუდამ თავს განიკითხავ და საკუთარ უსუსურობას დანაშაულს ხედავ ნებისმიერი სიტუაციაში ასეთი ადამიანი კარგავს კეთილგონიერებას განსჯის უნარს ის ვინც მუდამ თავს განიკითხავს ? რეალურად ყველას დღესდღეობით ესაჭიროება თვიდაჯერებულობა საკუთარი ღირსების უპირატესობის განცდა სხვაგვარად უჭირთ თავის დამიკვირდება ესეთი ტენდენცია და ამაზე არავინ კამათობს ხალხს უყვარს საქმის ხმამღლა კეთებს თავის აფიშირება არადა მე თუ მკითხავ სიმდაბლით ჩუმად ნაკეთები საქმე პროფესიული ზრდა უფრო ნაყოფიერი და უფლისთვის სათნოა ვიდრე საკუთარ თავში უპირატესობის აღმოჩენისთანავე აჟიტირება და სახალხოდ გახმიანების მცდელობა ეს ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ცოდნას გამოცდილებს თავდაბალი და ჩუმი მოღვეჭა უხდება უბრალოება ეს ბევრად ესეთი გზა უფრო უწყობს ხელს ადამიანი განვითარდეს გაუჩერებლად ის ვინც საკუთარ თავს არ არგებს ღირსებას სტატუს და არ ამბობს რო მე ჩემ მივაღწიე მუდამ განვითარებადია და არც ცოდნის შეძენის მოხვეჭის სურვილი კარგავს სიტკბოს და მობეზრებადი არ ხდება ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ისე ზოგად ![]() ![]() აბა თუ ტრადიციულად მოკვდება ეს თემა წავშლი ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
კარგი თემაა.
სიმდაბლე არის საფუძველი, თავი და ბოლო ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა. ეს გვაწვს მოსახვეჭი, რადგან ამპარტავნებაა ჩვენი მთავარი ვნება, სნეულება. უფალი ამბობს: მომბაძეთ მე, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ეს მადლი სულიერი სიგლახაკის შეგრძნებიდან იწყება ანუ უცებ არ მოდის. მას წინ უძღვის საკუთარი თავის გაკიცხვა , მდაბალი აზრები . ძალიან მინდა ეს მადლი მოვიხვეჭო. ამიტომაც წმ. მამებთან მუდამ ვეძებ წამლობას. ამ დღეებში წავუკითხე თანამედროვე რუსული მონასტრის ერთი არქიმანდრიტის ქადაგება და ძალიან წამადგა. იქნებ თქვენთვისაც იყოს საგულისხმო: თავმდაბლობა მაღლიდან ბოძებული მადლია. არსებობს ასკეტური და ქრისტეანული სიმდაბლე. ასკეტური სიმდაბლე გარჯით მიიღწევა. იგი ადამიანური ღვაწლის რეზულტატია, ხოლო ქრისტეანული სიმდაბლე კი ღვთისაგან ბოძებულია. წმ. მამები ამბობენ, რომ არსებობს სიმდაბლის ორი ფორმა: ა) თავს ყველაზე უღირსად მიიჩნევდე. ბ). შენს კეთილ საქმეებს ღმერთს მიაწერდე. პირველი დასაწყისია სიმდაბლისა, მეორე კი- დასასრული. მგონი, ჯერ პირველზე არც კი ვარ, იმიტომ, რომ ეს უღირსების შეგნება შიგადაშიგა მაქვს და არა მუდმივად. ან შეიძლება მგონია მაქვს, მაგრამ ეს არის ჩემი გაბერილი მე-ს წარმოდგენა. რა შორსა ვარ ღვთისაგან, რომ წარმოვიდგენ....... ახლახან ჩვენი პატრიარქის ქადაგება წავიკითხე. იგი გვეკითხება: რას ვაკეთებთ ჩვენ სულის ცხოვნებისათვისო? მართლაც, ძალიან უმნიშვნელოს, ტუკი რამეს ვაკეთებთ, რადგან ჩემი თავისაგან გამომდინარე, ვხედავ, რომ რაც უმთავრესია-სული შემუსრვილი და დამდაბლებული ნაკლებად მაქვს. მადლობა ღმერთს, მარხვის დღეებში უფრო იძირები სულის სიღრმეში და მეტად ახერხებ ამას, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ. როგორ გვიჭირს იმის სენარცუნება, რაც ამ სინანულისათვის უფალმა გვიბოძა. კიდევ რა მსურდა მეთქვა: როცა სიმდაბლის მოხვეჭას ცდილობ, შენს წარმოთქმულ სიტყვებშიაც უნდა იდოს განცდა საკუთარი უღირსებისა, თვით ჩაცმაშიც უნდა იყოსო სიმდაბლე გამოხატული: არც ძალიან საგლახაკო, რომ ამით ყურადღება მიიპყრო და არც ისეთი მდიდრული, ზომიერი, რომ სხვათაგან არ გამოირჩეოდეო. აუცილებელია, რომ ვისწავლოთ თავის გაკიცხვა, რამეთუ" Самоукорение - это понуждение себя к смирению." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი