მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 30 2016, 01:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პეტრე მოციქულის მსგავსად აღესრულა წმინდა ფილიპე მოციქულიც. გალილეაში, საბერძნეთსა და სირიაში ქადაგების შემდეგ მოციქულ ბართლომესთან ერთად ფრიგიაში, ქალქქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც გველების სახელზე აგებულ ტაძარში ლოცვის ძალით უზარმაზარი გველი მოკლა და მრავალი ადამიანი განკურნა მისი ნაკბენისგან.
წმინდა მოციქულს განუყრელად თან ახლდა თავისი და მარიამი. ქალაქის მმართველის ბრძანებით, მოციქულები იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა გააკრეს. ამ დროს საშინლად შეირყა მიწა და მოციქულთა სამსაჯვროზე მყოფი ხალხი მიწამ შთანთქა. ჯვარზე გაკრული მოციქულის ლოცვით, უფალმა სასწაული მოახდინა და თავს დამტყდარი უბედურებისგან დაიხსნა ხალხი. მათ ირწმუნეს ქრისტე და მოითხოვეს, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ისევ ცოცხალი იყო, წმინდა ფილიპე კი ჯვარზე აღესრულა. წმინდანის დამ, მარიამმა, მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სახარების საქადაგებლად სომხეთში გაემგზავრა, სადაც წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს. მარიამი კი სიცოცხლის ბოლომდე დაუცხრომლად ქადაგებდა უფლის სიტყვას. ამით თავის ძმას, წმინდა მოციქულ ფილიპესაც დაუმტკიცა ერთგულება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი