ა კ ა კ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ა კ ა კ ი |
marine |
Aug 22 2016, 09:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა კ ა კ ი
აკაკის სახლი "აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში: "ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!" აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 9 2016, 04:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მისი სახე უნებურად იქცევდა ყურადღებას - ის არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავის სახე. აკაკი რაც ხანში შედიოდა, უფრო და უფრო მოგვაგონებდა ძველი ბერძნების ღმერთების და პოეტების ქანდაკებას, მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი იყო მისი უბნობა და ენა. არ იცოდა ლაპარაკის დროს წაბორძიკება, სიტყვების ძებნა, უხერხული გამოთქმა, უცხო სახელების ჩართვა, და ენის აჭრელება. მისი ლაპარაკი იყო სადა, მარტივი, მოჩხრიალებდა წყაროსავით, ბუნებრივი დენით და ტკბილი მოსასმენი იყო...
აკაკი რომ რასმე გადმოგვცემდა, ეს არ იყო ფაქტების უბრალო ჩამოთვლა, არამედ ეს იყო აკაკის მხატვრულ ქურაში გადამუშავებული ამბები, რომლებიც პოეზიის სამეფოს უფრო ეკუთვნოდნენ, ვიდრე მშრალ, ობიექტურ სინამდვილეს. იგი მუდამ პოეტი იყო, მხატვარი, შემოქმედი... მისი საუბრის საგანი უმთავრესად ის იყო, რაც არის მთელი მისი პოეზია - საქართველოს ბედი, მისი სიკეთე, თავისუფლება". /ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 24-25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი