მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
marine |
Jul 27 2016, 09:15 PM
პოსტი
#121
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი".
"მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 17 2016, 01:51 PM
პოსტი
#122
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავად დოროთეას კი თავის მახვილით წარკვეთა მიუსაჯეს.
სიხარულით შეხვდა ამ განაჩენს ნეტარი და ხმამაღლა ჰმადლობდა უფალს. მისი სიხარულის მხილველმა ერთმა სწავლულმა სქოლასტიკოსმა, თეოფილემ კი დამცინავად ჩაუქირქილა: - ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე, - აუცილებლად, - იყო პასუხი. შემდეგ ჯალათს თავი მორჩილად მოუდრიკა, სიკვიდილის წინ კი ლოცვისთვის დრო ითხოვა და რომ დაასრულა, მის წინაშე მშვენიერი ჭაბუკის სახით ღვთის ანგელოზი წარდგა და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც დოროთეას თავი მოჰკვეთეს. საოცარმა მოსაკითხმა ქრისტიანთა სახელგანთქმულ მდევნელს თავზარი დასცა, ეს ყოველივე მით უფრო საოცარი იყო, რადგანაც ზამთარი იდგა. ყველას გასაოცრად, თეოფილემ ირწმუნა ქრისტე და საჯაროდ იწყო ქადაგება. იგი მაშინვე დააპატიმრეს და დაკითხეს, მან კი ყოფილ კოლეგებს ერთადერთი სურვილი გაუმხილა: - მინდა მოვკვდე და რაც შეიძლება, სწრაფად შევიდე სასუფეველში, სადაც დოროთეა მელოდებაო! თეოფილემ მდუმარედ, ყოველგვარი ცრემლისა და კვნესის გარშე დაითმინა წამება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი