რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 21 2016, 06:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აქვე უნდა გავიხსენოთ სოლომონ [II] მეფის მოძღვრის, მღვდელ ბესარიონ ქიოტიშვილის საგულისხმო ამბავი. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა და მეფე სოლომონის ერთგულების ფიცს დებდნენ. მამა ბესარიონი თურმე "ერის ურჩობაში" ჩავარდა და მეფე სოლომონის ერთგულებაზე არ დაუფიცია. იმავე ღამეს გამოსცხადებია ღვთისმშობელი და უთქვამს: - ბესარიონ, რახან შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენ დღეში ვერ გაიგონოო.
სამ კვირაში მღვდელს ცოლი და ორი შვილი გარდაეცვალა და ამ სოფლის დამტევებელმა, ჯერ იერუსალიმის და შემდეგ ათონის მთას მიაშურა, სადაც წლების განმავლობაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა. მართლაც გასაოცარია, ღვთისმშობელმა აკურთხა წასაგებად განწირულ ომში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლნი". /"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.234/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი