მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 9 2016, 06:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამაშვილური გრძნობების წილ თვით უბოროტესი - მარქსისტული იდეოლოგიაც კი გამტყუნებულა. მსახურობდა კომუნისტების ჯარში კახელი ახალგაზრდა - ალექსანდრე ჯორჯაძე, არავინ იცის - რწმენით იყო, თუ მოვალეობის მოხდის მიზნით.
1924 წელს, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა მთელ საქართველოში რეპრესიები ჩაატარეს, ეს ტალღა მოედო კახეთსაც, სადაც ალექსანდრე მსახურობდა. თელავში ერთ ეზოში შეყარეს დასახვრეტი პატიმრები და დაიწყეს მათი სიით გამოძახება. უეცრად ალექსანდრემ მათ რიცხვში მშობელ მამას, ლადო ჯორჯაძეს მოჰკრა თვალი და დაჩოქილმა სთხოვა პოლიტბიუროს უფროსს - ჯაფარიძეს: "მამაჩემის სიცოცხლე მაჩუქე და რასაც დამავალებ, ყველაფერს გავაკეთებო". ჯაფარიძე უპასუხია: "ჩემი პირველი დავალება იქნება, მამაშენი შენივე ხელით დახვრიტოო". ალექსანდრეს მრისხანებით აენთო თვალი, იარაღი თავად ჯაფარიძეს მიუტრიალა, ესროლა და იქვე გაათავა. მეტი ვერაფერი მოასწრო - მაშინვე აკუწეს მილიციელებმა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი