დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 4 2017, 11:44 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფს. 125
4. "მოაქციე, უფალო, ტყუე ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა" - დატყვევებული, ტყვედ მყოფი ადამიანი გამოიხსნა უფალმა და მოაქცია ისევე, როგორც "ღუარი ბღუარისა", ბღუარი ნიშნავს სამხრეთს - ისევე, როგორც სამხრეთიდან მომავალი მდინარე, ასევე მოაქცია უფალმა "ტყვე ჩვენი", ანუ დატყვევებული ადამიანიო. ისევე, როგორც სამხრეთიდან მომავალი მდინარე, აქ ნილოსი იგულისხმება, როგორც ნილოსია წყალუხვი, ასევე უამრავი ადამიანი გამოიხსნა. უფალმა ყველა ადამიანი გამოიხსნა, მაგრამ აქ იგულისხმება ის, ვინც ეს გამოხსნა მიიღო. გამოხსნა რომ მივიღოთ, ჩვენი სარწმუნოებაა უკვე საჭირო, ამ გამოხსნას ის იღებს, ვისაც სარწმუნოება აქვს". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი