მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2017, 05:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამის მხრებიდან ახლოსაა ყოველთვის ზეცა,
შიში ქრება და უცნაური სიმშვიდე გიპყრობს, მის ძლიერ თითებს ეჭიდები შენი ხელებით, ასე გგონია, რომ სამყაროც გეკუთვნის თითქოს. არ დაგავიწყდეს მისი სითბო და სიყვარული, ის მხოლოდ გასცემს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, შენით სავსე გულს დაატარებს და მის თვალებში, ყოველთვის ნახავ მხოლოდ შენთვის განკუთვნილ სითბოს. ხელს ნუ გაუშვებ მის თბილ ხელებს, სანამ გვერდით გყავს, ის შენს მომავალს აშენებს და თან შენზე ფიქრობს, სულ მალე უკვე გაიზრდები და დაქალდები, ეს ცხოვრებაა და შენი გზა თავისკენ გიხმობს, სანთელ-საკმევლად გაიყოლე ამ გზაზე გული, გული, რომელიც თბილი ცრემლის დამალვას ცდილობს. ნუ დაივიწყებ სიყვარულით სავსე ღიმილს და იმ ერთგულებას სანაცვლოდ, რომ არაფერს ითხოვს, ნურც კი ეცდები, რომ მოძებნო მისი შემცვლელი, ერთადერთია ვინც ყოველთვის ყველაფერს გითმობს, არასდროს დათმო გული, სადაც დედოფალი ხარ, დამიჯერე, რომ მასზე კარგად არავინ გიცნობს. 07.01.17. ქეთი ალასანია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი