ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Jan 17 2017, 03:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,126 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მდინარე იორდანე ერმონის მთისწინეთიდან დაახლოებით, 1000 მ. სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისკენ მიედინება, თითქმის კილომეტრნახევრის მანძილზე ეშვება, რის გამოც მიიღო სახელწოდება "იორდანე" - ვარდნილი, დაშვებული, ჩამოსული. უფლის ნათლისღების ადგილზე მლოცველებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ უშვებენ - 18 იანვარს. რადგან ეს ადგილი სასაზღვრო ზონაა, აქ იკრიბება უამრავი მართლმადიდებელი. ამ დღეს მორწმუნენი დიდი სასწაულის მომსწრენი ხდებიან - იორდანე იწყებს აღმა სვლას. ბუნების კანონები იცვლება, რათა ადამიანებმა გულისხმაჰყონ ძალი ღმრთისა და თაყვანი-სცენ მას, რაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.
უფლის ნათლისღების დღეს იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს. ჯვრის მესამედ შთაფვლისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდება მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა. და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება" . -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 05:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი