მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2017, 12:32 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იქ დაგხვდები - როგორც მასპინძელი!
მე უშენოდ გავაგრძელე სუნთქვა, მე უშენოდ გავახილე თვალი, მე უშენოდ შევეგებე დილას, მე უშენოდ დავიძინე ღამით. ამედევნა უავესი ძაღლი, უფრო სწორად - ბედი ნიღბით ძაღლის, კბილიც გამკრა, დამისერა გულიც, ცხოვრებისგან მოთენთილს და დაღლილს. ახლა გნატრობ ჩემი სულის ღმერთო, შენ - მამობით სუყველაზე მეტო! ცოტა ხანიც შემრგებოდი ტკბილად, ჩვენი ცეცხლი რა ძლიერად ენთო?! შენს ჭაღარა თმებში მინდა ისევ თავი ჩავრგო, სურნელებით გავძღე, რა ბადაგი - ამისთანა მასვი, რა მალამო - ამისთანა მაცხე. ვერ გელევი, ღმერთმა ნუ ქნას ოდეს, შეგელიო, შევეჩვიო ამ წამს, შენს გარეშე გაზაფხული დგება, რომლის ეშხის მე უშენოდ არ მწამს. სახლის ზღურბლთან ბეღურების ბუდეც შენ გეკუთვნის, შენს შრომას და გარჯას, მოფრინდება ჩიტუნების გუნდი, დალოცავენ მაგ მადლიან მაჯას. დალოცავენ შენს ბუდეს და ბარტყებს, უშენოდ, რომ უწევთ ახლა ფრენა, დაგვავიწყდა ხალისი და ლხინი, დაგვავიწყდა გულიანი მღერა. ერთადერთი - მაიმედებს მხოლოდ მეორედ კვლავ - შენი მოსვლის სხივი, ეს იმედი არ ჩამიხშოს ღმერთმა, ამ იმედით - დავდივარ და ვივლი. სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ ფიალა უნდა ტკბილიცა და მწარეც - შევსვათ ბედის, ოღონდ ღმერთო, გამინათლე მამა, მის სულს არგე ბედნიერთა ხვედრი. მისი სული აზეიმე ისე, რომ აქ მომწვდეს ნეტარების ხმები, მამის კვალზე ვიარები კენტად, მის იმედად ვიძინებ და ვდგები. სასოებით გევედრები უფალს, ძე კაცისა - შენს ხელში ვართ ყველა, იქით - მამას მიმიხედო მწუხარს, აქეთ- ჩვენთვის შეგძლებოდეს შველა. მერე გავა ალბათ ასი წელი, უსწრაფესად გაირბენენ დღენი, და თუ ახლა განშორება გვტანჯავს, იქ დაგხვდება მამა მასპინძელი! /მაკა ტრაპაიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი