ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Feb 12 2017, 11:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკლესიის დევნის წლებში კომუნისტური ხელისუფლება ცდილობდა, მღვდლებს ნათლისღების საიდუმლო არ აღესრულებინათ. მამებს ზოგჯერ უხდებოდათ ღვთის საქმის აღსრულება ისე, რომ მის მოსალოდნელ შედეგებზე არ ეფიქრათ.
ერთხელ ახალგაზრდა მღვდელმონაზონ იოანესთან (კრესტიანკინი) საიდუმლო მისიით მივიდნენ. ვინმე მაღალჩინოსნის 6 წლის გოგონას მონათვლა მოსურვებია. საიდან შეიტყო მან ნათლისღების შესახებ, საიდუმლოდ დარჩა. გოგონამ ტირილითა და სიჯიუტით აიძულა მშობლები, მისთვის დაეთმოთ. მამა იოანემ უარი ვერ უთხრა. მათთან შინ შუაღამისას მივიდა. გოგონასთვის თეთრი პირსახოცი მოეფარებინათ, ქერა თმაზე დიდი თეთრი ბაფთა მოეკრათ. პატარა ზეციურ ქმნილებას ჰგავდა. ძილი ერეოდა, მაგრამ ჯიუტად ებრძოდა, ყველა სმენად იყო გადაქცეული. საიდუმლო აღსრულდა. მაგრამ ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას. ვინ მონათლაო, - კითხულობდა ხელისუფლება. იზმაილოვის ეკლესიის მღვდელმაო. რომელმაო. მამა იოანე ცოტა ხნის გარდაცვლილმა ტაძრის წინამძღვარმა "გადაარჩინა" - მის ახალთახალ საფლავთან მიიყვანეს გამომძიებელი. გარდაცვლილმა მღვდელმა უჩუმრად აიღო თავისი თანამოძმის "დანაშაული" და საქმეც ამით დაიხურა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი