ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Feb 13 2017, 11:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იუდეველი თეოდორე ქრისტიანებთან ერთად ალექსანდრიიდან ასურეთში მიდიოდა. როცა ასურეთის უდაბნოში შევიდნენ, ცუდად გახდა, ფეხის გადადგმა აღარ შეეძლო. თანამგზავრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ და წასულიყვნენ. თეოდორემ მათ შესტირა: - გაფიცებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს, დედამიწაზე კაცთა სახსნელად მოსულს. ნუ დამტოვებთ იუდეველთა რწმენაში, მომნათლეთ და ისე გააგრძელეთ გზაო. მათ უთხრეს: არაფერი შეგვიძლია, არც მღვდლის ხარისხი გვაქვს და წყალიც არსად არისო. თეოდორემ კიდევ ერთხელ სთხოვა. მათ თეოდორეს ტანთ გახადეს, ძალისძალობით ფეხზე დააყენეს. ერთმა მათგანმა ხელით ქვიშა აიღო, თეოდორეს თავზე გადააყარა და თქვა: "ინათლება მონა ღვთისა თეოდორე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". "ამინ", - დაუმოწმეს სხვებმა. როგორც კი ეს უცნაური ნათლობა დასრულდა, თეოდორემ თავი ჯანმრთელად იგრძნო და ქრისტიანებთან ერთად გზა გააგრძელა.
ალექსანდრიაში მივიდნენ ეპისკოპოს დიონისესთან. მან კრება მოიწვია და თეოდორეს ქვიშით მონათვლის ამბავი მოუთხრო. "ვინც არ იშვას წყლისა და სულიწმინდისგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლაო", - თქვეს მღვდელმთავრებმა და თეოდორე მოსანათლად მდინარე იორდანეზე გაგზავნეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 11:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი