ა კ ა კ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ა კ ა კ ი |
marine |
Aug 22 2016, 09:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა კ ა კ ი
აკაკის სახლი "აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში: "ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!" აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2017, 11:56 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.
ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის ფრაზას „ცათა ღმერთი შეარისხეს“. კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა „ცათა“ გადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს. ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, „ცასა“ ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“... საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩა „ცათა ღმერთი შეარისხეს“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი