რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 4 2017, 10:05 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საეკლესიო წლის ათორმეტთაგან პირველ დღესასწაულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა წარმოადგენს:
ეს დღესასწაული 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს აღინიშნება. ცხადია, ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის არც დაბადების წელი და არც ზუსტი ისტორიული თვე და რიცხვი ცნობილი არ არის. ეს მოხდა ქრისტეს შობის წელთაღრიცხვის დაწყებამდე, რომლის მიხედვითაც ჩვენ ღვთისმშობლის დაბადების წელს ვითვლით, დაახლოებით ორი ათეული წლით ადრე. მაგრამ, ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მომავალი დედის დაბადების შემდეგ სიმბოლურად ახალი, ქრისტიანული ერა დაიწყო, სრულიად ლოგიკურია, რომ სწორედ ეს დღესასწაული იყოს ახალი საეკლესიო წლის დასაწყისის აღმნიშვნელი. ყოვლადწმინდა ქალწულის დაბადების თარიღი და საეკლესიო კალენდრის პირველი თვის თანხვედრა სრულად გამოხატავს ჩვენი გამოხსნის საქმეში ღვთისმშობლის თანამონაწილეობას. (სიზუსტისათვის: ელესიური წელი იწყება 1 (14) სექტემბერს)". /"კარიბჭე" N4, 2017, გვ.20/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი