მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#121
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,229 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2017, 11:10 PM
პოსტი
#122
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,229 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამას
გახსოვს მამი, ანათებდა ჩვენს ეზოში ბროწეული, მზეს ელოდა ყოველ დილით, წარბი ჰქონდა აწეული ამაყად და ჩუმი სევდით. ჩვენ ბავშვები არ ვაცდიდით დამწიფებას, წითელ ყვავილს ვპარავდით და ძირში ვწყვეტდით. გახსოვს მამი, ანათებდა ბროწეული.. მერე როცა უკვე ხანში შევიდოდა, დაპობილი ჰქონდა კანი, უხეში და ძარღვიანი, ახლა თვითონ მოუჩანდა წითელ სხივად, მზეჩაწნული, ტკბილ–წყლიანი მონაგარი. იცი მამი, ჩვენს ეზოში ისევ დგას და ელოდება მზეს ის ჩვენი ბროწეული, მე უშენოდ ვუთვალთვალებ, აღარ ვპარავ წითელ ყვავილს... და ვამსგავსებ როგორ ამ ხეს ჩემ ცხოვრების დღეებს განვლილს. გახსოვს მამი, ანათებდა ჩვენს ეზოში ბროწეული. მანანა ქურდაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 01:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი