რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 13 2017, 08:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მარიამის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლად აღიარებით (გადაწყვეტილება მიღებული იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წ.), ეკლესია ამკვიდრებს რწმენას, რომ ქალწული მარიამის საშოში ჩასახვის მომენტში უფალი იესო ქრისტეს პიროვნების სახით ღმერთი - ადამიანთან, ანუ ქრისტე - სრული ადამიანი - სრული ღმერთი შეერთდა.
მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობელს ასევე მარადის ქალწულს უწოდებს. სახელი "მარადის ქალწული" (მიღებულ იქნა 553 წ. V მსოფლიო კრებაზე) ხაზს უსვამს ღვთისმშობლის ქალწულებას ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობის შემდეგ. ამრიგად, ღვთისმშობლის თაყვანისცემა - ეს არ არის მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანი. აქ საქმე დოგმატური ხასიათის თაყვანისცემასთან გვაქვს. თავად სიტყვა ღვთისმშობელი მსოფლიო კრებაზე დამტკიცებული დოქტრინული განმარტებაა და ამიტომ, ვინც წმინდა მარიამს ღვთისმშობლად არ აღიარებს - ვერ იწოდება მართლმადიდებლად". /"კარიბჭე" N5, 2017, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი