ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,200 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 23 2017, 03:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,200 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა მოსაზრების გამო წყვეტენ ძუძუთი კვებას, ზოგჯერ კი ჩვილს თავიდანვე ხელოვნურად კვებავენ.
- ეს ძალზე ცუდია. ზოგი ამას კოსმეტიკური თვალსაზრისით სჩადის, ზოგსაც ღვაწლი არ სურს, ეზარება. მეცნიერება მხოლოდ ხორციელ მხარეებს აღწერს და აღნიშნავს, ვინც დედის რძე ვერ მიიღო, შედარებით უარესი იმუნიტეტი აქვს და ზრდა-განვითარებაშიც ჩამორჩებაო. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები თითქოსდა უფრო მსუქნები და დიდები არიან, მაგრამ ეს ჯანმრთელობის მაჩვენებელი არ არის. როგორც არ უნდა მიუახლოვდეს შემადგენლობით ხელოვნური საკვები დედის რძეს, მასთან შედარებით მაინც მკვდარი იქნება. კიდევ ერთს დავძენ: საკმარისი არ არის მხოლოდ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება, ყოველივე ამას დედის რძეში არსებული სულიწმინდის მადლი სჭირდება, ხოლო თუ დედა-შვილის სულიერ კავშირს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი ხელოვნური კვებისას სულიერად მეტად ზიანდება, ვიდრე ხორციელად. /მამა კონსტანტინე გიორგაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 04:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი