რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2017, 12:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ბატონო იური, რას ნიშნავს თქვენთვის ისტორია და რატომ აირჩიეთ ისტორიკოსობა?
- ისტორია ყოვლისმომცველი დარგია. მთელი ჩვენი მათემატიკური თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ქართველი ხალხის შემოქმედება ისტორიაში იყრის თავს და ამის მიხედვით წარმოჩნდება მთელი ერის ისტორია. ისტორია მარტო ომებს კი არ აღწერს ანდა ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას, არამედ ის არის ერის ცხოვრების სრულიად მომცველი. სიტყვა "ისტორია" ბერძნული წარმოშობისაა და ის სრულად ვერ გადმოგვცემს იმ შინაარსს, რასაც ასახავდა მანამდელი ტერმინი "ცხოვრება". მოგეხსენებათ, სიტყვა "ისტორია" XII საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ჩვენში საისტორიო დარგს "ქართლის ცხოვრება" ერქვა. აი, როგორი სიბრძნე და შინაარსი ჩადო ჩვენმა წინაპარმა ამ ტერმინში." /"კარიბჭე" N6, 2009, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი