რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2017, 02:21 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ბატონო იური, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისტორიკოსი იყოს მორწმუნე?
- რწმენა ისტორიკოსს ეხმარება ისტორიული პროცესების სულიერი თვალით დანახვასა და მოვლენების ქაოსურ მდინარებაში ღვთაებრივი წესრიგის განჭვრეტაში. თუ ჭეშმარიტი ისტორიკოსი ხარ, უთუოდ უნდა იცოდე, თუ რა დიდი როლი აქვს ერის ცხოვრებაში სარწმუნოებას. არ მეგულება დიდი და ნამდვილი მეცნიერი, მორწმუნე რომ არ იყოს. სარწმუნოება არის ღვთის მადლი და ნიჭი, ძალა, სიცოცხლე. მორწმუნე კაცს ნებისმიერი ტვირთი უმსუბუქდება ამ ქვეყანაზე, რადგანაც იცის, რისთვის უნდა ზიდოს იგი. მით უმეტეს, როგორი ღრმაა ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამაზე დახვეწილი, ამაღლებული და მართალი სარწმუნოება კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. ამ სარწმუნოების გასათავისებლად მხოლოდ ტრადიცია და გენეტიკა, ჩემი აზრით, საკმარისი არ არის. საჭიროა ასევე კარგად შეისწავლო მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები. საქართველოს ისტორია, არსებითად, ეკლესიის ისტორიაა. ქართველი ხალხი და მისი კულტურა ამ სარწმუნოებამ შექმნა. გნებავთ, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები ავიღოთ. დედამიწის ზურგზე ვის აქვს ასეთი მრავალფეროვანი საგალობლები და სიმღერები? მე ძველი ქართული საგალობლების აღდგენაზეც ვმუშაობ ანჩისხატის მგალობელთა გუნდის რეგენტთან, მალხაზ ერქვანიძესთან ერთად. ამ საგალობლების აღდგენით ქართული ეკლესია გაცოცხლდა. ისტორიკოსი თუ ხარ, ყველგან დიდი თვალი გინდა. უნდა დაინახო, სად უჭირს შენს ქვეყანას და იქ უნდა შეუხვიო ჭრილობა, მალამო დაადო..." /"კარიბჭე" N6, 2009, გვ.43/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი