![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,306 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რატომ შეჯდა მაცხოვარი კიცვზე - მანამდე ხომ ფეხით დადიოდა? ძველი აღთქმის ტრადიციისამებრ, თუ მეფე მოწინააღმდეგისკენ ცხენზე ამხედრებული წავიდოდა, ეს ბრძოლის მომასწავებელი იყო, ხოლო თუ ვირზე იჯდა, სამშვიდობოდ მიდიოდა. უფალი კი მშვიდობის მოსაფენად მოვიდა. გარდა ამისა, უნდა აღსრულებულიყო ზაქარიას წინასწარმეტყველება: "არქუთ ასულსა სიონისასა (ანუ იერუსალიმს): აჰა ესერა მეუფე მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი ვირსა კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა", - რათა იესოს მტრები გონს მოგებულიყვნენ და მაცხოვარი ეცნოთ. კიცვზე დაფენილი სამოსელი, წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, კეთილი საქმეებია, რომლებიც წმინდა მოციქულებმა ყოველ ქრისტიანს განუწესეს - კეთილ საქმეთა გარეშე უფალი ვერ განისვენებს ჩვენ ზედა, კიცვი - გაუხედნავი, უაღვირო სახედარი - წინასახეა დაუმწყსელი, წარმართი ერისა, რომელიც ახალ ისრაელად შეიქმნა, მშვიდად და მორჩილად რომ მიჰყვება მაცხოვრის ნებას, გახედნილი ვირი კი ებრაელი ხალხის სიმბოლოა, რომელსაც უნაგირი - სჯული ჰქონდა დადებული. მაცხოვრის გზაზე დაფენილი სამოსელი უმეცრების საბურველს მოასწავებს, რომელიც ჰურიათა გონებას ფარავდა, ხოლო "რაჟამს მოიქცეს უფლისა, - როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, - მოეძარცვის საბურველი იგი" და სულნი თვისნი დაუფინეს "სლვად უფლისა მათ ზედა". ფინიკისა და ზეთისხილის რტოებით კი ძლევით შემოქცეულ, გამარჯვებულ მხედართმთავარს ეგებებოდნენ. და განა უფალმაც არ სძლია სიკვდილს, როცა ლაზარე მკვდრეთით აღადგინა?"
"იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ეკლესია აღდგომამდე ერთი კვირით ადრე დღესასწაულობს და რაკი ჩვენში პალმა არ ხარობს, მორწმუნენი ბზის მარადმწვანე ტოტებით ეგებებიან მაცხოვარს. ნეტავი, ასე ვხვდებოდეთ სულიერადაც..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 06:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი