რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2017, 11:08 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანდრია სალოსის სულს მეგზურობას სამოთხეში ანგელოზები უწევდნენ. ყველა რომ მოიარა, გაკვირვებულმა ანდრიამ იკითხა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სად არის, ნუთუ ვერ ცხონდაო. მეგზურმა ანგელოზმა უპასუხა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ახლა დედამიწაზე იმყოფება და ვინც მას ლოცვებში მოუწოდებს, მათ განსაკუთრებულ მეოხებას და წყალობას მიანიჭებს.
ეს იმის მაუწყებელია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ნებისმიერი ადამიანის მფარველია. დღეს მართლაც განსაკუთრებულად გვჭირდება მისი მეოხება, რადგან, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყველაზე მეტად ღვთისმშობლის ლოცვას ისმენს იესო ქრისტე. ძველ რომში, როცა ერთ-ერთი მხედართმთავარი სენატმა და რომაელებმა, კეთილი საქმეების მიუხედავად, მოიძულეს და ქვეყნიდან გააგდეს, მან შემოიკრიბა უამრავი წარმართი ჯარისკაცი და რომს გადაწვით დაემუქრა. რომაელები შეძრწუნდნენ და პატიება სთხოვეს. სარდალმა არ დაინდო რომაელები. სენატმა კი გადაწყვიტა, ყველას მის წინაშე მუხლი მოეყარათ და პატიება ეთხოვათ. მავედრებელთა შორის სარდალმა საკუთარი დედა შენიშნა. თვალცრემლიანი შესცქეროდა შვილს. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ მაშინვე მოულბა გული და რომაელებს აპატია. წარმართი ასე იქცევა თავისი დედის დანახვისას და რას გააკეთებს უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე? სოლომონ მეფე "ქებათა ქებაში" ამბობს: "მე შენმა მზერამ დამატყვევა". უფალი ამ ლოცვით პირდაპირ მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის ლოცვით და შეხედვით უფალი დატყვევებულია, რამეთუ ღვთისმშობელში ჩაისახა იესო ქრისტე. მის მიერვე მოევლინა წუთისოფელს. დავით მეფსალმუნე ამბობს: "დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა შემოსილი ოქროქსოვილითა": წმინდა მამების განმარტებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარჯვენით დგას ყოვლადწმინდა სამებისა და განსაკუთრებით ავედრებს ნებისმიერ ადამიანს ყოვლადწმინდა სამებას და თავის ძეს - იესო ქრისტეს. ძველი აღთქმა, წმინდა მამების თქმით, ანარეკლი იყო ახალი აღთქმისა. როცა სოლომონ მეფეს დედამისი, ბერსაბე სთხოვს იუდეველების წყალობას, წამოდგება და თავის მარჯვნივ დაუდგამს ტახტს მშობელს. ამდენად, ბერსაბე წინასახე იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. დედა ღვთისას მეოხება რომ არ ჰქონდეს ადამიანებს, ალბათ ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება. მფარველი წმინდანები განსაკუთრებით ლოცულობენ ადამიანისთვის, მაგრამ თუ კაცი უკეთურ ცხოვრებას თავს არ ანებებს, შორდებიან მას და გვერდზე გადგებიან. ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არასოდეს განდგება ადამიანისგან, მუდამ მზადაა წყალობისთვის. ამიტომაც ჰქვია ყოველთა დედა. შეუძლებელია, შვილმა დედას მიმართოს და დედამ არ შეისმინოს მისი ვედრება. ჩვენც არ უნდა დავცხრეთ ზეციური დედოფლის წინაშე, ვევედროთ და ისიც დიდ მეოხებას გაგვიწევს ღვთის წინაშე. /"კარიბჭე" N23, 2008, გვ.21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი