რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2017, 11:19 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღესაც მრავალი მაგალითია ღვთისმშობლის მეოხებისა. შარშან საოცარი ამბავი მოხდა ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში. მონასტერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "პანტანასას" ხატია დაბრძანებული. ერთხანს მონასტერს გაუჭირდა მომლოცველების მიღება-გასტუმრება. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, შეეზღუდათ მათი მიღება. ერთ-ერთ მომლოცველს, რომელიც ამ დროს ვათოპედის მონასტერში იყო, უთქვამს: მთელი ღამე თეთრად გავათენე. აივანზე გავედი. ანაზდად ქალის სილუეტმა ჩამიარა თვალწინ და ტაძართან გაიარა. ათონის მთაზე ქალის გამოჩენით შეწუხებული ჩუმად უკან დავედევნეო. ამ ადამიანის თქმით, ქალი დაკეტილი სატრაპეზოსკენ წასულა, ყველა მაგიდისთვის ჯვარი გადაუსახავს. ზეთის საცავშიც შესულა და იქაც ჯვარი გამოუსახავს. ყველა ადგილებში ჯვარს სახავდა თურმე. ჩვენების შემდეგ გუშაგი ბერის გასაღვიძებლად გაიქცა.
ეს სასწაული იღუმენის ყურამდეც მივიდა. როცა გაჰყვნენ ამ ქალს ნაკვალევს, სასწაული იხილეს. ზეთიც გამრავლებული იყო, მარილიც, ფქვილიც... ყოველგვარი საკვები, რაც კი გათავების პირას იყო მისული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით გამრავლდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ათონის მთაზე არ უნდა შეზღუდულიყო ადამიანების მისვლა, რათა მათ იქ მიეღოთ წყალობა, რომელსაც ღვთისმშობელი განსაკუთრებით უვლენს მონასტერში მყოფ ადამიანებს." /"კარიბჭე" N23, 2008, გვ.21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი