აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
marine |
Apr 4 2017, 11:33 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- საქართველოს წმინდანთა შორის არიან არაქართული წარმოშობის ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ (აბო, რაჟდენ პირველმოწამე, ევსტათი მცხეთელი და ა.შ.). მათი ღვაწლის წარმოჩენა, ალბათ, სხვაგვარ მუხტს შეიცავდა. რისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ეს ქართველს?
- ქრისტიანობა წმინდანთა ეროვნებაზე მაღლა მათ ღვაწლს აყენებს. ქართული ჰაგიოგრაფიის უძველესი ნიმუში, "წამება წმინდა შუშანიკისა", ეძღვნება სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასულს, შუშანიკს, რომელიც ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე და ქართლის დედოფალი იყო. იაკობ ხუცესი, თვითმხილველი და მონაწილე ქართლში დატრიალებული მწვავე კოლიზიებისა, აღწერს დედოფლის მოწამებრივ გზას, მაგრამ არ ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნებაზე, რადგან ჰაგიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია წმინდანის რწმენის დასაცავად გამოვლენილი სულიერი სიმტკიცე, მხნეობა და სულგრძელობა. იოანე საბანისძე კი ხაზგასმით საუბრობს აბოს წარმომავლობაზე, მის მაჰმადიანობაზე, რადგან ეს მას სჭირდება ქართველთა გამოსაფხიზლებლად. თუკი აბომ, უცხო ტომის შვილმა, მაჰმადიანობის აღმსარებელმა იწამა ქრისტე და მისთვის სიცოცხლეც გაიღო მსხვერპლად, რა გვმართებს ჩვენ, ქრისტიანებს, რომელთაც ხუთასი წლის წინ მიგვიღია ქრისტიანობა და წოდებულნი ვართ "დედად წმიდათა"?! შეუძლებელია აბოს ღვაწლის ასეთ განზოგადებას დიდი ზეგავლენა არ მოეხდინა არაბთაგან შევიწროებულ ქართველობაზე. /ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლაურა გრიგოლაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი