მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 5 2017, 01:27 PM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მზის ჩასვლისას მივაღწიე ყუთლუმუშის წმინდა სკიტს. მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივაში უნდა მივსულიყავი. დიდი სიყვარულით მიმიღეს. ნავახშმევს დასასვენებლად ოთახი მიმიჩინეს. თვალის დახუჭვა ვერ მოვასწარი, რომ მთელ სხეულზე პწკენა ვიგრძენი. წამოვიჭერი და რას ვხედავ, ლეიბი და საბანი ბაღლინჯოებს დაეფარა.
სათნო ბერებს ხმა შემოესმათ თუ არა, სანახავად მომაშურეს, ასე სწრაფად რატომ წამოდგაო. მიზეზის თქმა არ მინდოდა, მაგრამ თავადვე მითხრეს: - ეტყობა, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ლოგინზე რომელიმე ჩვენგანი წამოწვა და საკვებისთვის მოვიდნენ. მამაო ქერუბინ, ისინი ჩვენ ძალზე გვეხმარებიან. ნახევარ საათზე მეტი ხნით წაძინების ნებას არ გვაძლევენ, ამიტომაც მათდამი განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობთ. მოძღვარმა კი, რომელიც თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდა, ბრძანა: - ორმოცდაათი წელია აქ ვარ და ამ ჩვენს კეთილ მეგობრებს წუთითაც არ მივუტოვებივართ. ისინი დიდ სიკეთეს გვიშვრებიან - ძილს ნებას არ აძლევენ, ჩვენზე გაბატონდეს. გვახსენებენ იმას, რომ ბერი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იდგეს ღვთის წინაშე. /არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი