ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Apr 9 2017, 11:39 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ურბნისის მწიგნობართა შესახებ მასალას ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია. XVI საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახებოდა.
საკმაოდ ცნობილი გახლდათ ევდემოზ რატიშვილი. მისი დაკვეთით საბა მღვდელსა და ზაქარია მწერალს 1674 წელს დაუმზადებიათ საკმაოდ ცნობილი ხელნაწერი - ყანჩაეთის ჟამნგულანი, ის მოხატულია მდიდრულად, ზოგიერთ ილუსტრაციას არშიაზე კალიგრაფიული მხედრულით მიწერილი აქვს ევდემოზის სასულიერო შინაარსის ლექსები. დაურთავს ფერადებით შესრულებული პორტრეტიც ევდემოზისა. როგორც ირკვევა, ევდემოზს ეს ხელნაწერი შეუწირავს კაბენის მონასტრისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ნიკოლოზ ხერხეულიძის მოღვაწეობაც, რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ის ლექსებსაც წერდა. ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ლექსი, რომელიც ქვაზე იყო ამოკვეთილი. ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით ყოფილა დაინტერესებული იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით სიონის დეკანოზს ნოკოლოზს გადაუწერია საგალობლები. ურბნისს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ამ წიგნთსაცავიდან ჩვენამდე მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება, რომელიც გადაუწერია იოანე ტატანელს. საყურადღებოა აგრეთვე გულანი, რომელიც ვახტანგ ლევანის ძემ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა გადააწერინეს (1707წ.) იესე გარსევანიშვილს და შესწირეს ურბნისის ტაძარს." /"კარიბჭე" N5, 2008, გვ. 54/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი