ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
kent5 |
Apr 4 2010, 02:38 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! ყველა მართმადიდებელს ვულოცავ ამ უდიდეს დღეს. იხაროს ჩვენმა სამშობლომ.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Apr 10 2017, 04:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან.
როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით. /წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი