მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2017, 06:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მათე მოციქულმა ბევრ ქვეყანაში იქადაგა ღვთის სიტყვა - მოვლო მაკედონია, სირია, სპარსეთი, პართია, მიდია და მთელი ეთიოპია, რომელიც მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად ექადაგა. მან მრავალი განანათლა სახარების ნათლით და ბოლოს ერთ კაციჭამიობით ცნობილ შავკანიანთა ქვეყანაში ჩავიდა. იქაურები ზნითა და ქცევით მხეცებს ჰგავდნენ. წმინდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მცირე ეკლესიაც დააფუძნა და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუტოვა. თვითონ მახლობელ მთაზე ავიდა. მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმინდა მოციქულს ღამით თვით უფალი გამოეცხადა, გაამხნევა და გააფრთხილა, მომავალი განსაცდელისთვის მომზადებულიყო.
მართლაც, მეორე დღეს, როდესაც წმინდა მოციქული ეკლესიაში ლოცვას აღავლენდა, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს რომ მიადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. განრისხებულმა მთავარმა ფულბიანემ მრავალი მეომარი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. ბრძანა, შეეპყროთ წმინდანი, მიწაზე გულაღმა დაეგდოთ და ხელ-ფეხით ძელზე მიემსჭვალათ, ხოლო თუკი ვინმე დაიცავდა და წინააღმდეგობას გაუწევდათ, დაეხოცათ. ყოველივე აღასრულეს. მთავრის ბრძანებისამებრ, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მიიტანეს ფისი და გოგირდიც, ეს ყველაფერი მოციქულს ზემოდან დააყარეს და ცეცხლი წაუკიდეს. კოცონი აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო. ანაზდად ცეცხლი გარშემო მდგარ კერპებს ეკვეთა და ცვილივით დაადნო, წმინდა მოციქული კი უვნებელი იყო და შემოქმედ ღმერთს ადიდებდა. ცეცხლმა გველის სახე მიიღო და ქალაქის მთავრისკენ გაიჭრა. გაოგნებულმა ფულბიანემ გაქცევაც ვეღარ მოახერხა. უღონოდ დაემხო და მორჩილი ვედრებით მიმართა წმინდა მოციქულს, ეხსნა დაღუპვისგან. მართლაც, როგორც კი წმინდა მათემ შერისხა ცეცხლი, ალი უმალვე დაცხრა. მაშინ ფულბიანემ ისურვა. ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე, მაგრამ წმინდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა სული. მათე მოციქული ქრისტეს შობიდან დაახლოებით 60 წელს აღესრულა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი