ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 13 2017, 10:58 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიყვარული თავგანწირვაა. "დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისთვის საკუთარი თავის უარყოფა, სხვისთვის თავის გაწირვა", - გვმოძღვრავს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვეძლევა. და რაც მთავარია, ადამიანის ხასიათი ისე კარგად არსად მჟღავნდება, როგორც ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, როდესაც არ ფიქრობ, რას იტყვიან შენზე სხვები. მაშინ "ბუნებრივად", თავშეუკავებლად იქცევი, ოჯახში ხომ "სხვა" არ არის. ამიტომ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი შინაურ ცხოვრებას სარკეს უწოდებს, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება, უფროსობისმოყვარეობა, სხვებისთვის ჭკუის სწავლების სიყვარული, სიამაყე, ამპარტავნება, ბილწსიტყვაობა და სხვა მრავალი მანკიერება ყოველწამიერად ჩანს. გარეთ კი ვმალავთ ჩვენს ნამდვილ ზნეს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ვაჩვენებთ თავს. ამიტომ, თუ გვსურს საკუთარი თავის უფლის მცნებებით აღზრდა, ოჯახშიც, როგორც ეკლესიაში, სიწმინდითა და მორიდებით უნდა ვიქცეოდეთ.
ერთ-ერთი დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ წამს მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს. უნდა შევძლოთ, ავმაღლდეთ ჩვენს პიროვნულ ამბიციებზე, მოვუთმინოთ ერთმანეთს შეცდომები. მაგალითად, თუკი ვხედავთ, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გადაღლილი ან გაღიზიანებული დაბრუნდა შინ, დავუყვავოთ. ბუნებრივია, ის უარყოფით მუხტს შემოიტანს, ყოველი ზედმეტი სიტყვა და მოქმედება უმეტესად გაანერვიულებს, ამიტომ უპირველესად სასიამოვნო ამბავი ვახაროთ, ნუ ვკითხავთ, რამ გააღიზიანა. შესაძლოა, ხშირად უმიზეზოდ, უსამართლოდ გვისაყვედუროს კიდეც. ამ დროს ყველაზე მეტი თავშეკავება გვმართებს, რომ ცხელ გულზე ისეთი პასუხი არ გავცეთ, უარეს მდგომარეობაში ჩავაგდოთ. თავმოყვარეობაზე რომ იტყვი უარს და უსიტყვოდ მოითმენ თუნდაც შეურაცხყოფას ოჯახის წევრისგან, ამით გამოხატავ, რომ შეგძლებია ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი სიყვარული. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხომ თავმდაბლობით, საკუთარი ნებით აიტანა ყველანაირი შეურაცხყოფა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 02:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი