![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამბავი სასჯელისა და კურნებისა. ფოტოგრაფი ერიჩი მოვიდა და მონაზონთა სკოლაში თავისი ძმის, მარკოზის მიღება გვთხოვა.
"ჩემი მარკოზი თუმცა ყოველთვის ღვთისმოშიში კაცი იყო, - ჰყვებოდა იგი, - წელს, წითელ პარასკევს, მაინც შესცოდა - გზის შეკეთება დაიწყო. ამის შემდეგ მალევე მარცხენა ხელი წაერთვა. ასე გაგრძელდა სამი თვე. ექიმმა უთხრა, - მედიცინა შენ ვერ გიშველისო. გამწარებული მარკოზი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს. ძილში მას გამოეცხადა ვიღაც კაცი, რომელმაც აუხსნა, რატომ დაემართა ეს და დასძინა, კაცნი ვერ განგკურნავენო. პეტრეპავლობის დღესასწაულზე რუჟინიცის ეკლესიაში წავედით. მსახურების შემდეგ მარკოზმა წმინდა პარასკევას მონასტის წყაროს წყალი დალია, თან წართმეულ ხელზე ისხურა. ხელი მაშინვე გაუსწორდა. მეორე დღიდან თავისუფლად შეძლო ხელის ხმარება. ახლა სრულიად ჯანმრთელია. აღთქმა დადო, რომ დღესასწაულზე აღარასოდეს იმუშავებს". /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th September 2025 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი