![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ninca
ციტატა რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ჩემი აზრით ის ვინც ფიქრობს რომ ხიბლში არ არის, სწორედაც რომ ხიბლშია. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,573 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ninca ჩემი აზრით ის ვინც ფიქრობს რომ ხიბლში არ არის, სწორედაც რომ ხიბლშია. მართალი ხარ, მარიამ, სანამ ადამიანი აცნობიერებს რომ ხიბლშია და თავის თავს შეუძახებს, ჯერ კიდევ არ დაღუპულა.. ხიბლის შესახებ წმინდა მამათა ძალიან კარგი სიტყვები მაქვს და ხვალ მოვიტან და დავპოსტავ.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი