ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,404 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 26 2017, 12:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,404 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვე მწერლობიდან მეტად შთამბეჭდავად დამამახსოვრდა ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც ასახულია ერთი ოჯახის ცხოვრება. ეს ოჯახი ძირძველი ტრადიციებით არის გამორჩეული. სამწუხაროდ, ეს ტრადიციები ირღვევა და მის შენარჩუნებას ერთგულად ცდილობს ქალბატონი, ამ ოჯახის უფროსი წევრი.
მისი შვილი და რძალი სისტემატურად ჩხუბობენ და სახლიდან უსიამოვნო სიტყვები და ყვირილი გამოდის. მათი ხმა რომ დაფაროს, ქალბატონს გამოაქვს გარდაცვლილი მეუღლის დოლი და მთელი ძალით, ხმამაღლა უკრავს მასზე. ერთი შეხედვით ხომ თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ ამას რომ კითხულობ, უკვე გრძნობ, ეს არის დიდი ლიტერატურა. ქალი იძულებულია, ასეთი საქციელით ოჯახის შელახული ღირსება დაიცვას. საოცარია ასეთი თავმოყვარეობა, ოჯახის ღირსებისადმი ასეთი დამოკიდებულება." /პოეტი მზია ხეთაგური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 09:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი