მტერი და მაჭირვებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტერი და მაჭირვებელი |
marine |
Apr 28 2017, 11:32 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 28 2017, 07:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- ხშირად ადამიანი მაჭირვებელი გვგონია, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ თურმე მასზე უკეთესი მოყვასი არავინ გვყოლია...
- ვიმეორებ, ადამიანი თავის მსგავსს იზიდავს. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ვისაც ვებრძვით და ვინც გვებრძვის, შინაგანად ყველაზე ახლობელია ხოლმე. ვიდრე ჩვენი ნება ღვთის ნებას არ დაემთხვევა და მასთან სინერგიაში არ ვიქნებით, მანამ ადამიანის ნება ილუზიურად აღიქვამს ყოველივეს: მტერი მოყვარე ჰგონია, მოყვარე კი მტერი. შემდეგ აღმოჩნდება, მტერი რომ გვეგონა, მოყვარე ყოფილა, მოყვარე კი შესაძლოა მტერი გამოდგეს. მე ვიტყოდი: არც მტერი გვყავს და არც მოყვარე - ყველა ჩვენი მასწავლებელია. ადამიანის სული იმდენად ღრმაა, რომ მთელი თანამედროვე ფილოსოფიაც კი ვერ ჩასწვდება. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებელი რელიგია შეიძლება იყოს ის ორიენტირი, რომლის შემწეობითაც ადამიანი შეძლებს, ნაწილობრივ, თავისი სულიერი განვითარების შესაბამისად, შეიცნოს მისდამი მიმართული მოყვასის განზრახვითი განგებულება. ყველაზე ღრმა ფენაში - მოყვასის გულში კი ვერასოდეს ჩავაღწევთ. მხოლოდ უფალს ძალუძს გაიგოს, გულში რა აქვს ადამიანს - გაყინულია ის თუ სიყვარულით გამთბარი, სიკეთე ბუდობს მასში თუ ბოროტება... /დეკ. გიორგი სხირტლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 05:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი