ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 29 2017, 11:11 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა რამდენად ხსნის ბავშვის გონებას და რამდენად უწყობს ხელს მისი აზრების სწორი მიმართულებით მსვლელობას?
- ლოცვა უდიდესი მადლია. იგი აუცილებელია ყოველი მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყების წინ. ვინაიდან სწავლა ბავშვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა, სწავლის დაწყების წინ სასურველია, ბავშვმა წაიკითხოს "იესოს ლოცვა" ან "ლოცვა სწავლის დაწყების წინ". ლოცვა და ქრისტიანული საიდუმლოებები აძლიერებენ ბავშვებში რწმენას, ხოლო ძლიერი რწმენის ადამიანს ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, მათ შორის სწავლაში წარმატების მიღწევაც. ლოცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება წმენდს ადამიანს შინაგანად, უხსნის სტრესებს და ფსიქიკურ დაძაბულობას, აღსარება ათავისუფლებს დანაშაულის გრძნობისგან, ხოლო უფლის ხორცთან და სისხლთან ზიარება - იმედით და რწმენით ავსებს." /ფსიქოლოგი ივერი მეძველია/ "მშობლებისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს შემდგომი რჩევები: 1. უპირობოდ მიიღეთ ბავშვი. 2. აქტიურად მოუსმინეთ მის განცდებს და მოთხოვნილებებს. 3. მეტი დრო დაუთმეთ მას. 4. არ ჩაერთოთ მის საქმეში, თუ ხედავთ, რომ იგი თავადაც წარმატებით უმკლავდება დაკისრებულ ამოცანას. 5. დაეხმარეთ, როდესაც ბავშვი გთხოვთ. 6. წაახალისეთ მისი უმნიშვნელო წარმატებაც კი. 7. კონსტრუქციულად გადაწყვიტეთ კონფლიქტები. 8. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები. ენდეთ, საკუთარი ღირებულება აგრძნობინეთ. 9. ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოიყენეთ კეთილგანწყობილი სიტყვები. მაგალითად: მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს, მიხარია შენი დანახვა, მომენატრე, შენ ეს შეგიძლია და ა.შ. 10. მოეხვიეთ და ჩაეხუტეთ არანაკლებ 4-ჯერ დღეში, უკეთესია 8-ჯერ. მშობლები, რომლებიც ბუნებრივად და წარმატებით ასრულებენ ამას, ბავშვს უქმნიან ხელსაყრელ სააღმზრდელო პირობებს." /ფსიქოლოგი ივერი მეძველია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი