მტერი და მაჭირვებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტერი და მაჭირვებელი |
marine |
Apr 28 2017, 11:32 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 30 2017, 06:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთმა მამამ თქვა: თუ ადამიანს ახსენდება ვინმე, რომელმაც გაამწარა, გალანძღა, ეჩხუბა და ზიანი მიაყენა, მაშინ ისიც ეხსომება, რომ ის კაცი ქრისტესგან გამოგზავნილი მისი მკურნალია და თავის კეთილისმყოფლად ჩათვლის, ხოლო შეურაცხყოფას - სულის სნეულების ნიშნად, რამეთუ სნეული რომ არ იყოს, არც დაიტანჯებოდა. უნდა გიხაროდეს ასეთი ძმის გამო, რადგან მის მიერ საკუთარი სნეულება შეიტყვე. უნდა ილოცო მასზე, და მისგან ყოველივე ისე მიიღო, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილი წამალი. თუ შენ მასზე დაიბოღმები, მაშინ ქრისტეს გასძალიანებიხარ და ეუბნები: მინდა წყლულები დამილპეს, არ მინდა შენი მკურნალობაო."
"აი, როგორ განმარტავდა წმინდა ამბროსი ოპტელი მაცხოვრის სიტყვებს - როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო: ჩვეულებრივი წესით, როცა სახეში არტყამენ, მარჯვენა ხელით ურტყამენ მარცხენა ლოყაში და არა მარჯვენაში. მაგრამ მარჯვენა ლოყაში დარტყმით უფალს უნდოდა ეჩვენებინა შეურაცხყოფა, დამცირება, წყენინება მართალი საქმისთვის, რომელშიც შენ დამნაშავე არ ხარ. მარცხენა ლოყის მიშვერა კი ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა უმიზეზოდ გლანძღავენ, გაიხსენე უფლის წინაშე ის ცოდვები, რომლითაც ის შეურაცხყავი, ამის შეგრძნების მერე დამდაბლდი და უსამართლო ლანძღვა საჭიროდ ჩათვალე." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი