მტერი და მაჭირვებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტერი და მაჭირვებელი |
marine |
Apr 28 2017, 11:32 AM
პოსტი
#221
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 1 2017, 11:30 AM
პოსტი
#222
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაჭირვებელს ალბათ ისე უნდა მოექცე, როგორც წმინდა კონსტანტინე (სქემაში კირილე, სლავთა განმანათლებელი):
სარკინოზთა მთავარს ამირა მუმნს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ მათ ეშმაკებს ეძახდა და სამარაში ყოველი ქრისტიანის სახლის კარებზე ეშმაკი გამოასახვინა. ქალაქში საქმეზე ჩასული წმინდა კონსტანტინე გაკვირვებული და შეწუხებული უცქერდა ქრისტიანთა შეჭირვებას. სარკინოზებმა მისი აბუჩად აგდება გადაწყვიტეს და ჰკითხეს: ბრძენო კონსტანტინე, თუ ხვდები, ეს რას ნიშნავსო. მე ვხედავ ჯოჯოხეთის სულებს და ვფიქრობ, რომ იქ ქრისტიანები ცხოვრობენ, - თქვა წმინდანმა, - ეს დემონები დგანან ქრისტიანთა სახლების გარეთ და ვერც ერთ სახლში შესვლას ვერ ბედავენ. ხოლო სადაც ეს ეშმაკის გამოსახულება არ არის, იმ სახლში ისინი ადამიანებთან, როგორც მეგობრები და ნათესავები, ისე ცხოვრობენო. წმინდანის ნათქვამმა დაადუმა დიდებულები." "ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული". /წმ. ზოსიმე პალესტინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი