მტერი და მაჭირვებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტერი და მაჭირვებელი |
marine |
Apr 28 2017, 11:32 AM
პოსტი
#221
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 1 2017, 09:12 PM
პოსტი
#222
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსი მამა იოსებ მღვიმელი (ათონელი) ჰყვებოდა, რომ ადრე მათთან კალივაში დასახლება მოინდომა რამდენიმე "მყუდროების მოსურნე" ადამიანმა, მაგრამ სწორედ ისინი გახდნენ მრავალი უწესრიგობის მოთავენი. მდგომარეობა მძიმე და თითქმის გამოუვალი ხდებოდა. შეჭირვებული ამბა იოსები ლოცვად დადგა და ღმერთს შეწყალებას სთხოვდა. ამ დროს მან საღმრთო გამოცხადება იხილა. ზეციდან ჯვარზე გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე გარდამოვიდა, მის წინ დადგა და მშვიდად უთხრა: - ხედავ, რა დავითმინე თქვენთვის? თქვენ კი ასე მალე როგორ იღლებითო. მამა იოსები მაცხოვრის წინ დაემხო ცრემლმორეული: უფალო, შეგვეწიე ცოდვილებს და ნუ დაგვიტევებო. ჯვარცმული ზეცად ამაღლდა. შეჭირვებულ ბერს საღმრთო ნუგეშად კეთილსურნელება მოჰფინა. მალე მაჭირვებლებმა ვერ დაითმინეს მამა იოსების ცხოვრების პირობები და სათითაოდ გაიკრიფნენ."
"ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ ვინმემ გაწყენინა, ანდა რატომ გაწყენინა. მხოლოდ გახსოვდეს, შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებდა უფლის ნების გარეშე. ამიტომაც უკეთესია უფალს მადლობდე თავს მოწეული მწუხარებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ მისთვის უცხონი არა ხართ და ზეციური სასუფევლისკენ მიჰყავხართ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი